1 4 : 3 1
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

ბიზნესი

არ მოატყუო ზამთარი და შეცვალე ანტიფრიზი - რჩევები „თეგეტა მოტორსისგან“

ზამთარში ავტომობილი განსაკუთრებულ ყურადღებას, შემოწმებასა და ზამთრის ამინდის შესაბამისი პროდუქტებით აღჭურვას მოითხოვს. სწორედ ამ საკითხს ეხმიანება „თეგეტა მოტორსის“ საკომუნიკაციო მესიჯიც „არ მოატყუო ზამთარი“ და მძღოლებს სიფრთხილისკენ მოუწოდებს. ცივ დღეებში ავტომობილის გამართულად მუშაობისა და უსაფრთხოდ გადაადგილებისათვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი ავტომობილში ანტიფრიზის რესურსის შემოწმებაა, რადგან ხარისხიანი და სწორად შერჩეული ანტიფრიზი იცავს ძრავს გადახურებისგან, აგრეთვე უზრუნველყოფს გაგრილების სისტემის შეპოხვას და იცავს მას გაყინვისგან. 

რატომ არის მნიშვნელოვანი ანტიფრიზის დროული შეცვლა და რა უნდა გავითვალისწინოთ მისი შემოწმებისას? – ამის შესახებ უფრო დეტალურად „თეგეტა მოტორსის“ საცხებ საპოხი მასალების მიმართულების უფროსი ოფიცერი მირზა სამხარაძე გვესაუბრება.

პირველ რიგში, გვითხარით, რა ფუნქციას ასრულებს ანტიფრიზი და რამდენად მნიშვნელოვანი როლი აქვს ავტომობილის გამართულად მუშაობაში?

 

 

ანტიფრიზი ცივ ამინდებში ავტომობილის გამართულობის ერთ-ერთი მთავარი კომპონენტია. ის ზრდის ძრავის სითბურ სიმძლავრეს, იცავს გადახურებისგან ცხელ ამინდში, ხოლო გაყინვისგან - ზამთარში, რაც უზრუნველყოფს ძრავის გამართულად მუშაობას ნებისმიერ ამინდსა და პირობებში. გარდა ამისა, ანტიფრიზს კოროზიისა და ნალექისგან დაცვის ფუნქციაც აქვს. კარგი ხარისხის ანტიფრიზი შეიცავს სპეციალურ დანამატებს, რომლებიც იცავს ძრავის ნაწილებს კოროზიისგან, ჟანგვისგან და მინერალების ნალექის დაგროვებისგან, რაც ხელს უწყობს ძრავის უფრო ხანგრძლივად მუშაობასა და  გაგრილების სისტემის სისუფთავეს. თანამედროვე ანტიფრიზები -37 C°-იდან -60 C°-ამდე ტემპერატურას უძლებს. ზამთარში ძრავის გაგრილების სისტემაში ანტიფრიზის ნაცვლად სხვა არაყინვაგამძლე სითხის ჩასხმა ძრავის სერიოზულ დაზიანებას გამოიწვევს.

 

რა პერიოდულობით უნდა შემოწმდეს და შეიცვალოს ანტიფრიზი?

 

ანტიფრიზის შემოწმება და დროულად შეცვლა ავტომობილის რეგულარული მოვლის პროცესის მნიშვნელოვანი ნაწილია. პრაქტიკიდან გამომდინარე, მის მდგომარეობას, ძირითადად, შემოდგომაზე, ზამთრის დაწყებამდე, ამოწმებენ. ძირითადად, ანტიფრიზი იცვლება 2-3 წელიწადში ერთხელ ან ავტომწარმოებლის რეკომენდაციების მიხედვით.  მაგალითად, თანამედროვე ავტომწარმოებლები ანტიფრიზის შემოწმება-შეცვლის რეკომენდაციას გარბენის მიხედვით იძლევიან.

ხშირად ზამთრის დადგომამდე გაგრილების სისტემაში არსებული ანტიფრიზის ყინვამედეგობა დამაკმაყოფილებელია, თუმცა რამდენიმე ასეული კილომეტრის გავლის შემდეგ დიდია ალბათობა, რომ მას საექსპლუატაციო ვადა ან რესურსი ამოეწუროს, შესაბამისად, სითხემ დაკარგოს ქიმიური თვისებები.გაგრელების სისტემაში აუცილებელია ჩავასხათ 50% იანი კონცენტრატი, როგორც ზაფხულის ისე ზამთრის პერიოდში.

 

 

რა პრობლემები შეიძლება, შეექმნას ავტომობილს, თუ ანტიფრიზი დროულად არ შეიცვლება?

 

ანტიფრიზი, როგორც აღვნიშნე, ძრავას იცავს ზაფხულში გადახურებისგან, ხოლო ზამთარში - გაყინვისგან. თუ ეს სითხე დროულად არ შეიცვლება, შეიძლება, დაბინძურდეს და დაკარგოს სითბოს რეგულირების უნარი ან აღარ დაიცვას სისტემა ყინვისგან, რისი შედეგიც შეიძლება, იყოს ძრავის სისტემის დაზიანება. სწორედ ამიტომ მნიშვნელოვანია, მივყვეთ ავტომწარმოებლის რეკომენდაციებს და პერიოდულად ვამოწმოთ ანტიფრიზის მდგომარეობა. მძღოლების უმეტესობა ანტიფრიზის ფერს შერჩევისას დიდ მნიშვნელობას ანიჭებს. თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ ფერთან ერთად გათვალისწინებული  იყოს ავტო მწარმოებლის მოთხოვნები. ანტიფრიზი  შესაძლოა იყოს სხვა და სხვა ფერის. მისი ერთ ერთი დამატებითი ფუნქციაა ანტიფრიზის გაჟონვის შემთხვევაში მარტივი ხარვეზის დიაგნოსტირება. ანტიფრიზის შერჩევისას უნდა იხელმძღვანელოთ მხოლოდ ავტომწარმოებლის რეკომენდაციით. ანტიფრიზის ფერით შერჩევამ შესაძლოა, შეცდომაში შეგიყვანოთ და გაგრილების სისტემის დაზიანება გამოიწვიოს.

 

რა სერვისებს სთავაზობს თეგეტა მოტორსი მომხმარებელს ამ მიმართულებით?

„თეგეტა მოტორსის“ ფილიალებსა და ონლაინ შოპზე წარმოდგენილია უმაღლესი ხარისხის ანტიფრიზები, მათ შორის არის პრემიუმ ბრენდი Shell, ფრანგული Motul, გერმანული Driver და ლიეტვური Lesta. ჩვენი კვალიფიციური სპეციალისტები კი დაგეხმარებიან, თქვენი ავტომობილის მოდელისა და მწარმოებლის მოთხოვნის შესაბამისად, საჭირო პროდუქტის შერჩევაში. გარდა ამისა „თეგეტა მოტორსის“ ფილიალებში შესაძლებელია ანტიფრიზის რესურსის უფასოდ შემოწმება წლის ნებისმიერ დროს.

--

თეგეტა მოტორსის შესახებ: თეგეტა ჰოლდინგში შემავალი კომპანია თეგეტა მოტორსი 1995 წლიდან ოპერირებს ბაზარზე მსუბუქი, სატვირთო და სპეციალური დანიშნულების სერვისის მიმართულებით. ავტოინდუსტრიის ლიდერი კომპანია მომხმარებელს ავტომომსახურების სრულ სპექტრს სთავაზობს, როგორც მსუბუქი და სატვირთო ავტომობილების, ისე ავტობუსებისა და მიკროავტობუსების, ასევე სპეციალური დანიშნულების ტექნიკის მიმართულებით. კომპანიას მთელი ქვეყნის მასშტაბით 28 ფილიალი აქვს, რომლებიც 500 000-მდე საცალო და 35 000-მდე კორპორაციულ მომხმარებელს ემსახურება. თეგეტა მოტორსი 300-მდე მსოფლიო ბრენდის წარმომადგენელია საქართველოში, მათ შორის არის Bridgestone, Michelin, Varta, Shell, Motul, Hengst და სხვა.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები