0 8 : 2 1
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

ვოლოდიმირ ზელენსკი სალომე ზურაბიშვილს - ძვირფასო მეგობარო, გმადლობთ კეთილი სიტყვებისა და მხარდაჭერისთვის - მეგობარი ქართველი ხალხი, ისევე როგორც უკრაინელები, აღიარებს, რომ თავისუფლებისთვის ღირს ბრძოლა

ძვირფასო მეგობარო, გმადლობთ თქვენი კეთილი სიტყვებისა და მხარდაჭერისთვის. მეგობარი ქართველი ხალხი, ისევე როგორც უკრაინელები, აღიარებს, რომ თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისთვის ღირს ბრძოლა, - ასე ეხმაურება უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი ქართველი კოლეგის, სალომე ზურაბიშვილის მიმართვას, რომელიც მან უკრაინის დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით გაავრცელა.

„ჩვენი ხალხების კავშირები ყოველთვის ემსახურება ჩვენი ერების თავისუფლებას, დამოუკიდებლობას და აყვავებას“, - წერს ზელენსკი სოციალურ პლატფორმა X-ზე, სალომე ზურაბიშვილის მილოცვის საპასუხოდ.

შეგახსენებთ, საქართველოს პრეზიდენტმა უკრაინის დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ მიმართვაში განაცხადა, რომ უკრაინას უსურვებს ქვეყნის ოკუპაციისგან გათავისუფლებას და მშვიდობის აღდგენას. „მინდა გისურვოთ თქვენი მიზნისაკენ წინსვლა, რაც ასევე ჩვენი საერთო მიზანია - თქვენი ქვეყნის ოკუპაციისგან გათავისუფლება, მშვიდობის აღდგენა, თქვენი ქვეყნის სრული სუვერენიტეტი და ტერიტორიული მთლიანობა. ესაა ჩემი სურვილი თქვენი ქვეყნისათვის, ესაა ჩემი სურვილი ჩემი ქვეყნისათვის და ესაა ჩემი სურვილი ორივე ქვეყნის ევროპული მომავლისათვის!“ - აღნიშნავს საქართველოს პრეზიდენტი მიმართვაში.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები