თიბისი IT აკადემიის კიბერუსაფრთხოების კურსი ქალები...
თიბისიმ, დიდი ბრიტანეთის საელჩოსთან თანამშრომლობით, საქართველოს ტექეკოსისტემაში ქალების მეტი ჩართულობისთვის, კიდევ ერთი ახალი საგანმანათლებლო პროექტი „TBC x WIC“ განახორციელა. პროექტი გან...
|
ერთი მიზნით, მეტი სიცოცხლის გადასარჩენად, „თეგეტა ჰოლდინგი“ ყველაზე მასშტაბურ საქველმოქმედო რბენას წელსაც უერთდება. მაღალი კორპორაციული პასუხისმგებლობის მქონე კომპანიის გუნდი საქველმოქმედო მარათონში ერთვება მისიით - საკუთარი წვლილი შეიტანოს მძიმე დაავადების დამარცხებაში. ავტოინდუსტრიის ლიდერი, თავისსავე ჰოლდინგში შემავალ კომპანიასთან „მაზდა ცენტრი თეგეტასთან“ ერთად, მეათე საიუბილეო რბენის მონაწილე და პარტნიორია.
ნათიკა ბერძული, „თეგეტა ჰოლდინგის“ სტრატეგიული კომუნიკაციების ხელმძღვანელი: „წელს უკვე მერვედ ვმონაწილეობთ მსოფლიო მარათონში Wings for Life World Run, რომელიც 6 კონტინენტს ერთსა და იმავე დროს ერთი მისიით აერთიანებს - გავხადოთ ზურგის ტვინის დაზიანება განკურნებადი. გვახარებს, რომ წელს კიდევ უფრო მეტმა ადამიანმა გამოთქვა მარათონში მონაწილეობის სურვილი - კახეთში კვირას, 7 მაისს თეგეტას 200-ამდე თანამშრომელი ირბენს მათთვის, ვისაც ეს არ შეუძლია. წელს მარათონში თეგეტას შვილობილი კომპანია „მაზდა ცენტრი თეგეტაც“ უფრო აქტიურად ჩაერთო და, მონაწილეობის გარდა, ჩვენთან ერთად, ღონისძიების პარტნიორიცაა“.
საქველმოქმედო მარათონი, სამწლიანი პაუზის შემდეგ, ისევ კახეთში ბრუნდება. 7 მაისს, 15 საათიდან, ათასობით მონაწილე ლოპოტის გადასახვევიდან კავკასიონის ქედის გასწვრივ შეიკრიბება და მძიმე დაავადების მქონე ადამიანების დასახმარებლად სტარტს აიღებს. ზუსტად 30 წუთში კი ფინიშის მანქანა მათი გავლილი მანძილის ასათვლელად დაიძვრება.
წელს საფინიშო მანქანის ფუნქციას Mazda CX5 და Mazda CX30 მოდელები შეასრულებენ, რომელთა ოფიციალური დილერი საქართველოში „მაზდა ცენტრი თეგეტაა“. კომპანია Wings for Life World Run-ის მხარდამჭერი წელს პირველად გახდა. მის თანამშრომლებს კი უკვე წლებია თავიანთი წვლილი შეაქვთ ზურგის ტვინის დაზიანების განკურნების გზების ძიებაში.
ნოდარ ჭირაქაძე, „მაზდა ცენტრი თეგეტას“ ბრენდ დირექტორი: „წელსაც სიამოვნებით შევუერთდით მსოფლიო რბენას. თუმცა ამჯერად უფრო აქტიურად ჩავერთეთ მარათონში და Wings for Life World Run-ის პარტნიორები გავხდით. რა თქმა უნდა, ადამიანების დახმარება და ამასთანავე, ჯანსაღი ცხოვრების წესი „მაზდა ცენტრი თეგეტასათვის“ მნიშვნელოვანია. იმედი გვაქვს, ამ მე-10 საიუბილეო წელს კიდევ უფრო მეტი მონაწილე შეუერთდება საერთაშორისო ღონისძიებას და ერთად შევძლებთ მეტი სიცოცხლის გადასარჩენად საჭირო სამედიცინო კვლევების დაფინანსებას“.
Wings for Life World Run საერთაშორისო საქველმოქმედო ღონისძიებაა, რომელსაც უნიკალური ფორმატი აქვს. მასში, პროფესიონალ მორბენალებთან ერთად, მოყვარულები, ასევე ეტლით მოსარგებლე ადამიანები მონაწილეობენ. მარათონს არ აქვს ფინიშის ხაზი, შეუზღუდავია დროც. მარათონში მონაწილეობა ფასიანია. შემოსული თანხა, ასევე კორპორაციული შემოწირულებები სრულად ირიცხება Wings For Life-ის ფონდში, რომელიც ზურგის ტვინის დაზიანების სამკურნალოდ შესაბამისი სამედიცინო კვლევების ჩატარებას უზრუნველყოფს.
თიბისიმ, დიდი ბრიტანეთის საელჩოსთან თანამშრომლობით, საქართველოს ტექეკოსისტემაში ქალების მეტი ჩართულობისთვის, კიდევ ერთი ახალი საგანმანათლებლო პროექტი „TBC x WIC“ განახორციელა. პროექტი გან...
● Taycan-მა ელექტრომობილების ისტორიაში მე-4 გინესის რეკორდი დაამყარა ● 17,503-კილომეტრიანი დრიფტი 59-მეტრიანი დიამეტრის წრეზე შ...
თიბისის საგანმანათლებლო პლატფორმის - თიბისი კამპუსის პირველ ეტაპს რომელიც განათლებაზე ხელმისაწვდომობის ზრდის მიზნით სტუდენტებისთვის შეიქმნა, უკვე 202 კურსდამთავრებული ჰყავს. ახალგაზრდების ცოდნ...
თიბისი მეორე წელია საქართველოში ამერიკის სავაჭრო პალატისა და MAC Georgia-ს (მაკლეინის ასოციაცია ბავშვებისათვის) სასტიპენდიო პროგრამის მთავარი მხარდამჭერია. პროგრამის ფარგლებში, თიბისის ფინანსური მხარდ...
Med Award - ყოველწლიური სამედიცინო დაჯილდოება, 2025 წლის 16 თებერვალს, სასტუმრო შერატონ გრანდ თბილისი მეტეხი პალასში გაიმართება. გამარჯვებულებს გადაეცემათ Med Award-ს ჯილდოები, სიგელები და სხვა სპეცი...
თიბისიმ სრულიად განსხვავებული, ინოვაციური პროდუქტი - თიბისი ბარათი შექმნა, რომელიც მომაბეზრებელი კითხვების გარეშე, მომხმარებლის ყველა მოთხოვნას აკმაყოფილებს და მის ყოველდღიურობას მნიშვნელ...
ახალი წლის დღეებში, თბილისის და საქართველოს სხვა დიდი ქალაქების მონიტორებზე, ერთხელ მაინც შეგხვდებოდათ ადამიანების მიერ გამოგზავნილი 2025 წლის გულწრფელი სურვილები. თიბისიმ საქართველოსა და მის ფარგლებ...
იანვარი 2025 | ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
| ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
|
კომენტარები