თიბისი IT აკადემიის კიბერუსაფრთხოების კურსი ქალები...
თიბისიმ, დიდი ბრიტანეთის საელჩოსთან თანამშრომლობით, საქართველოს ტექეკოსისტემაში ქალების მეტი ჩართულობისთვის, კიდევ ერთი ახალი საგანმანათლებლო პროექტი „TBC x WIC“ განახორციელა. პროექტი გან...
|
23 მარტს, USAID-მა და თიბისიმ სტრატეგიული პარტნიორობის მემორანდუმი გააფორმეს.
ღონისძიებას უძღვებოდნენ USAID-ის ადმინისტრატორის მოადგილე, იზაბელ კოულმენი, რომელიც საქართველოში ოფიციალური ვიზიტით იმყოფება და თიბისი ბანკის გენერალური დირექტორი, ვახტანგ ბუცხრიკიძე. პარტნიორობა ხელს შეუწყობს საქართველოს ეკონომიკური დივერსიფიკაციისა და მდგრადობის განმტკიცებას. თანამშრომლობის ფარგლებში, USAID-თან პარტნიორობით, თიბისის შესაძლებლობა ექნება, გააფართოვოს ფინანსებთან წვდომა და ბიზნესის მხარდამჭერი სერვისები, რაც წაახალისებს ინკლუზიურ ეკონომიკურ ზრდას, ხელს შეუწყობს ქალთა ეკონომიკურ გაძლიერებას და ბიზნესის ზრდისთვის საჭირო უნარ-ჩვევების განვითარებას.
მემორანდუმის ფარგლებში, USAID და თიბისი ხელს შეუწყობენ საქართველოს ინკლუზიურ ეკონომიკურ ზრდას, ბაზრის დივერსიფიკაციას და მაღალანაზღუარებადი სამუშაო ადგილების შექმნას. სამომავლოდ ქვეყანაში მიკრო, მცირე და საშუალო ბიზნესების მხარდაჭერის მიზნით იგეგმება 30 მლნ აშშ დოლარის ფინანსური რესურსის მობილიზება. პრიორიტეტი მიენიჭება სოფლის საწარმოებს და ისეთ ბიზნესებს, რომლებსაც ქალები უძღვებიან; შეიქმნება 1 200-ზე მეტი მაღალანაზღაურებადი სამუშაო ადგილი და ხელს შევუწყობთ ბიზნესებს გაყიდვებიდან გამოიმუშაონ 6 მილიონი აშშ დოლარი.
„USAID-ის სტრატეგიული პარტნიორობა თიბისი ბანკთან მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს საქართველოს ეკონომიკის გაძლიერებას და ზრდას. თიბისი რეგიონის ეკომონიკური ზრდისა და ფინანსური სტაბილურობის წამყვანი ინსტიტუტია. აღნიშნული სტრატეგიული პარტნიორობა და ჩვენი ერთობლივი მუშაობა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ამ ეტაპზე. მზად ვართ, მხარი დავუჭიროთ საქართველოს და ქვეყნის კერძო სექტორს ეკომონიკის დივერსიფიკაციის და მდგრადობის გასაძლიერებლად“ - იზაბელ კოულმენი, USAID-ის ადმინისტრატორის მოადგილე.
„მოხარული ვარ, რომ USAID-თან ჩვენს მრავალწლიან პარტნიორობას ვაგრძელებთ და ეს თანამშრომლობა სტრატეგიული პარტნიორობით გაგრძელდება. თითქმის სამი ათწლეულის განმავლობაში, ჩვენ ერთობლივად არაერთი პროექტი განვახორციელეთ და ხელი შევუწყვეთ ქვეყანაში მდგრად განვითარებას, ქალთა გაძლიერებას და სხვადასხვა სფეროში მხარი დავუჭირეთ არაერთ საინტერესო ინიციატივას. დღევანდელი დღე და USAID-თან პარტნიორობის ახალ საფეხურზე გადასვლა ხაზს უსვამს ჩვენს საერთო ღირებულებებსა და ხედვას, ასევე მზაობას, რომ მომავალში არაერთი მნიშვნელოვანი პროექტი და ინიციატივა განვახორციელოთ ერთობლივად და ხელი შევუწყოთ ქვეყანაში სხვადასხვა სფეროს განვითარებას“, - ვახტანგ ბუცხრიკიძე, თიბისი ბანკის გენერალური დირექტორი.
თიბისიმ, დიდი ბრიტანეთის საელჩოსთან თანამშრომლობით, საქართველოს ტექეკოსისტემაში ქალების მეტი ჩართულობისთვის, კიდევ ერთი ახალი საგანმანათლებლო პროექტი „TBC x WIC“ განახორციელა. პროექტი გან...
● Taycan-მა ელექტრომობილების ისტორიაში მე-4 გინესის რეკორდი დაამყარა ● 17,503-კილომეტრიანი დრიფტი 59-მეტრიანი დიამეტრის წრეზე შ...
თიბისის საგანმანათლებლო პლატფორმის - თიბისი კამპუსის პირველ ეტაპს რომელიც განათლებაზე ხელმისაწვდომობის ზრდის მიზნით სტუდენტებისთვის შეიქმნა, უკვე 202 კურსდამთავრებული ჰყავს. ახალგაზრდების ცოდნ...
თიბისი მეორე წელია საქართველოში ამერიკის სავაჭრო პალატისა და MAC Georgia-ს (მაკლეინის ასოციაცია ბავშვებისათვის) სასტიპენდიო პროგრამის მთავარი მხარდამჭერია. პროგრამის ფარგლებში, თიბისის ფინანსური მხარდ...
Med Award - ყოველწლიური სამედიცინო დაჯილდოება, 2025 წლის 16 თებერვალს, სასტუმრო შერატონ გრანდ თბილისი მეტეხი პალასში გაიმართება. გამარჯვებულებს გადაეცემათ Med Award-ს ჯილდოები, სიგელები და სხვა სპეცი...
თიბისიმ სრულიად განსხვავებული, ინოვაციური პროდუქტი - თიბისი ბარათი შექმნა, რომელიც მომაბეზრებელი კითხვების გარეშე, მომხმარებლის ყველა მოთხოვნას აკმაყოფილებს და მის ყოველდღიურობას მნიშვნელ...
ახალი წლის დღეებში, თბილისის და საქართველოს სხვა დიდი ქალაქების მონიტორებზე, ერთხელ მაინც შეგხვდებოდათ ადამიანების მიერ გამოგზავნილი 2025 წლის გულწრფელი სურვილები. თიბისიმ საქართველოსა და მის ფარგლებ...
იანვარი 2025 | ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
| ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
|
კომენტარები