თიბისი აგრობიზნესისთვის - აჭარული ლურჯი მოცვის მო...
ქობულეთიდან 9 კილომეტრით დაშორებულ სოფელ გვარაში, ჯემალ ცეცხლაძის ოჯახს ლურჯი მოცვი 28 ჰექტარზე მოჰყავს და გაფართოებასაც აპირებს. მოცვი ჩვენთან პირდაპირი მნიშვნელობით ახალი ხილია, რადგან საქარ...
|
თბილისში, როგორც კი ახალი Street Art გამოჩნდება, მაშინვე დიდი გამოხმაურება მოჰყვება ხოლმე, განსაკუთრებით სოციალურ ქსელში. ასე მოხდა რამდენიმე დღის წინაც, როდესაც აბაშიძის ქუჩაზე თბილისის მცხოვრებლებს დედაქალაქის ხედები და ფერადი ავტომობილი დახვდათ.
ეს "ვოლვო ქარ საქართველოს“ საკომუნიკაციო კამპანიის ნაწილია, რომლის ვიზუალური კონცეფცია სრულად ნიკა მაჩაიძეს ეკუთვნის. შესაბამისად, სხვა კომპონენტებთან ერთად, მან შექმნა ამ Street art-ის ვიზუალიც, რომლის ინსპირაციაც Volvo Plug-in Hybrid მოდელი იყო. ნამუშევარი კი კედელზე მხატვრებმა ირაკლი ქადეიშვილმა და ზაზა ჩიფჩიურმა გადაიტანეს.
„დიდი ხანია, ირაკლისა და ზაზას ნამუშევრებს თვალს ვადევნებთ და ვფიქრობთ, Street art-ის მიმართულებით, ნამდვილად საუკეთესოები არიან. მათ ნამუშევარს, სოციალურ ქსელში ძალიან დადებითი გამოხმაურება მოჰყვა. ადგილობრივებს იმდენად მოსწონთ, სხვა კედლების მოხატვაც გვთხოვეს. ვფიქრობთ, ამ მიმართულებას აქტიურად გავყვეთ კიდეც“, - ამბობს „ვოლვო ქარ კავკასიის“ მარკეტინგის ხელმძღვანელი რუსუდან გრძელიძე.
Volvo XC90 Plug-in Hybrid "ვოლვო ქარ საქართველოს“ კამპანიის მთავარი ფიგურანტია. ერთ-ერთი ყველაზე ეკო-მეგობრული ავტომობილის ინსპირაციით გაკეთდა პროექციაც, რომელიც Stockton-ისა და რეჟისორი გიორგი ზათიაშვილის შექმნილ რგოლ “Flash Forward”-შია წარმოდგენილი. საბოლოოდ კი ვოლვო თბილისის ერთ-ერთ ცენტრალურ ქუჩაზე გამოჩნდა და თუ ჯერ ზუსტი მისამართი ვერ გამოიცანით, გეტყვით, რომ აბაშიძის 4 ნომრის კედელი გააფერადა.
„კომპანია „ვოლვომ“ უკვე იცის, როგორი უნდა იყოს მისი წარმოება 2025 წელს, ნიკა მაჩაიძეს ვთხოვეთ, შეექმნა ანიმაცია, თუ როგორი წარმოუდგენია თბილისი 4 წლის შემდეგ. შედეგად მივიღეთ ძალიან ფერადი ვიზუალები, სადაც „ვოლვოს“ ჰიბრიდი სხვადასხვა ღირსშესანიშნაობის ფონზე დედაქალაქის ქუჩებში მოძრაობს. Nikakoi-ს ამ ნამუშევრით მოიხატა კედელი, ამასთან მიმდებარე ტერიტორიაზეც ავიღეთ პასუხისმგებლობა და კედლის წინ არსებულ სკვერს რეაბილიტაცია ჩავუტარეთ. დამეთანხმებით, ირაკლისა და ზაზას ნამუშევარმა ძალიან გაალამაზა ეს ადგილი. მათ, უმოკლეს ვადაში შეძლეს, 100%-იანი სიზუსტით გადაეტანათ „ნიკაკოის“ შექმნილი ვიზუალი და ნამდვილად მოახერხეს, ჩვენი, თუ ადგილობრივებისა და გამვლელების გაოცება“, - რუსუდან გრძელიძე, "ვოლვო ქარ კავკასიის” მარკეტინგის ხელმძღვანელი.
სამუშაო პროცესთან დაკავშირებით შთაბეჭდილებების გაზიარება ირაკლი ქადეიშვილსაც ვთხოვეთ.
„თავიდანვე ძალიან მოგვეწონა კამპანიისთვის შექმნილი ვიზუალი - თბილისის ხედები - „გაბრიაძის თეატრი“, ფუნიკულიორი - ყველაფერი ის, რაც ასე ამშვენებს ჩვენს დედაქალაქს. მუშაობის პროცესში ზოგიერთი ფერი ოდნავ შევცვალეთ, ვეცადეთ, უფრო დაგვეახლოებინა ძველი თბილისისთვის დამახასიათებელ, სადა ტონებთან. ამავე დროს, მაგალითად, მწვანე ფერი დავტოვეთ ისეთივე ჟღერადი, როგორიც ვიზუალში თავიდანვე იყო მოცემული“.
ამ პროექტზე მუშაობა, თავად არტისტებისთვისაც ძალიან საინტერესო აღმოჩნდა - კოლაბორაციით კმაყოფილები არიან და მოსწონთ, რომ თბილისს კიდევ ერთი ფერადი და მხიარული კედელი შეემატა.
„ყოფილა შემთხვევა, პროექტი დაგვისრულებია და ადამიანებს ბოლომდე ვერ გაუგიათ მისი არსი, ან არ მოსწონებიათ. ამ შემთხვევაში, უკმაყოფილო არავინ მინახავს, ძალიან დადებითი გამოხმაურება მოჰყვა „ვოლვოს“ კამპანიისთვის შექმნილ ნამუშევარს. ეს ძალიან გვახარებს. ზოგადად, ჩვენთვის, როგორც არტისტებისთვის საიტერესოა მსგავს პროექტებზე მუშაობა და სხვა ხელოვანებთან კოლაბორაცია“, - ამბობს ირაკლი ქადეიშვილი.
ქობულეთიდან 9 კილომეტრით დაშორებულ სოფელ გვარაში, ჯემალ ცეცხლაძის ოჯახს ლურჯი მოცვი 28 ჰექტარზე მოჰყავს და გაფართოებასაც აპირებს. მოცვი ჩვენთან პირდაპირი მნიშვნელობით ახალი ხილია, რადგან საქარ...
ქოლგა თბილისი ფოტო 2025-ის ფარგლებში, თიბისი წარმოგიდგენთ მრავალი ჯილდოს მფლობელების ფოტოგრაფ ბაირონ სმიტის და ფოტოჟურნალისტის ჯაილზ კლარკის ლექციებს და საგანმანათლებლო შეხვედრებს.  ...
„პორშე ცენტრი თბილისის“ ინიციატივით ბათუმში პირველად Service Clinic-ის პროექტი გაიმართა. მომხმარებელზე ზრუნვის იდეით შექმნილი პროექტის ფარგლებში, 26-27 აპრილს, პორშეს სერტიფიც...
2025 წლის 30 მაისს, თიბისი ბიზნესის მხარდაჭერით, თბილისში, გიორგი ტუხაშვილის სახელობის სტარტაპ დაჯილდოება მეორედ გაიმართება. ღონისძიების მთავარია მიზანია გიორგის სახელის უკვდავყოფა და იმ ღირებულებე...
29 აპრილს PSP ფარმას სადისტრიბუციო საწყობს ევროპული ბიზნეს ასოციაციის (EBA) წევრები ესტუმრენ. PSP ფარმამ GDP სტანდარტის შესაბამისობის აუდიტი უკვე მეორედ, წარმატებით გაიარა და მიენიჭა „კარგი სა...
თიბისი განაწილება, ყოველი თვის წყვილ თარიღში, მომხმარებლებს განსაკუთრებულ შეთავაზებებს სთავაზობს, ამიტომ ისინი ამ გამორჩეული შესაძლებლობით სარგებლობას სულ მალე, 05.05.2025-ში, კვლავ შეძლებენ. 5 მაის...
თუ ხარ თვითდასაქმებული და შენი საქმე გიყვარს, თიბისიში ყველა პირობა დაგხვდება იმისთვის, რომ იყო ერთი ნაბიჯით წინ. თიბისიში თვითდასაქმებულებს, ფრილანსერებს და ინდივიდუალურ მეწარმეებს შესაძლებლობ...
მაისი 2025 | ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
| ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
|
კომენტარები