„თეგეტამ“, „გალტ & თაგარტთან“ ექსკლუზიური პარტნიორ...
ახალი, 50-მილიონიანი მულტისავალუტო პროგრამის ფარგლებში, „თეგეტა ჰოლდინგმა“, „გალტ & თაგარტის“ ექსკლუზიური მხარდაჭერით, მორიგი ემისია წარმატებით განახორციელა. კომპანიამ კაპ...
|
მობილური სამყაროს ერთ-ერთმა მეფემ, სამსუნგმა, შექმნა მობილურისა და ელექტრონიკის მასიური იმპერია, თუმცა, მისი ისტორია რეალურად გაცილებით ადრე, ფაქტობრივად, 1938 წელს იწყება. წლების განმავლობაში კომპანია მნიშვნელოვნად განვითარდა, შემოიტანა ინოვაციები უამრავ ბაზარზე, რომელიც მნიშვნელოვნდ სცილდება მხოლოდ მობილურსა და ელექტრონიკას.
სამსუნგის ისტორია საინტერესოა, სავსე, აღმასვლებითა და დაღმასვლებით. მოდით, გავიგოთ რამდენიმე უფრო საინტერესო ფაქტი ამ კორეული გიგანტის შესახებ.
დაარსებიდანვე, ლი ბიუნ-ჩულს სჯეროდა, რომ მისი ახალი კომპანია იყო რაღაც უფრო დიდის დასაწყისი. ამ ამბიციაზე კომპანიის სახელიც მიუთითებდა. სახელწოდება Samsung წარმოებულია კორეული სიტყვებისგან sam (სამი) და სუნგ (ვარსკვლავები), სამი ვარსკვლავის სიმბოლო (三星) და კულტურულად წარმოადგენს რაღაც „დიდს, მრავალრიცხოვანსა და ძლიერს“.
ეს იყო საკმაოდ თამამი განაცხადი ორმოცი თანამშრომლისგან შემდგარი სავაჭრო კომპანიისთვის, რომელიც აწარმოებდა ადგილობრივად მოყვანილ პროდუქტებს და ამზადებდა ლაფშას. მას შემდეგ, Samsung-მა, საკუთარ შესაძლებლობებში აღმოაჩინა ბევრად უფრო მეტი, ვიდრე უბრალოდ ლაფშების დამზადება, რასაც კიდევ ერთ საინტერესო ფაქტამდე მივყავართ.
სამსუნგში 489 000-ზე მეტი ადამიანია დასაქმებული
მიუხედავად იმისა, რომ ზოგიერთმა თქვენგანმა შეიძლება ეს უკვე იცოდეს, Samsung-ი უფრო მეტია, ვიდრე უბრალოდ ელექტრონიკისა და მობილურების მწარმოებელი. Samsung Group-ს ჰყავს 59 არარეგისტრირებული და 19 რეგისტრირებული კომპანია, ყველა მათი ძირითადი ჩამონათვალით კორეის ბირჟაზე. ეს კომპანიები მოიცავს სამშენებლო და ფინანსურ მომსახურებას, გემთმშენებლობას და სამედიცინო ინდუსტრიებსაც კი. კომპანიის ერთობლივი ძალისხმევით დასაქმებულია 489 000-ზე მეტი ადამიანი, 80 სხვადასხვა ქვეყანაში, მათ შორის, კორეაში.
Samsung Group სამხრეთ კორეის მშპ-ს დიდ ნაწილს წარმოადგენს
უკვე აღვნიშნეთ რამდენი კომპანია და თანამშრომელი შედის Samsung Group-ის მთლიან შემადგენლობაში. ყველა ეს შვილობილი კომპანია და ყველა ეს თანამშრომელი ნიშნავს, რომ Samsung იკავებს თავისი სამშობლოს, სამხრეთ კორეის მთლიანი შიდა პროდუქტის დიდ რაოდენობას. 2017 წელს, CNN-მა განაცხადა, რომ Samsung Group-ის მთლიანი რესურსები შეადგენდა ქვეყნის მშპ-ის დაახლოებით, 15 პროცენტს. კორეის საფონდო ბირჟაზე, მისი საბაზრო ღირებულების 20 პროცენტზე მეტი, ეფუძნება Samsung Group-ის სხვადასხვა კომპანიებს. უმეტესობა მოდის მხოლოდ ერთი კომპანიისგან, Samsung Electronics.
Samsung-ის ელექტრონული ამბიციები 1970 წელს, შავ-თეთრი ტელევიზორით დაიწყო
სამსუნგის მიერ წარმოებული ელექტრონიკის პირველი პროდუქტი იყო 1970 წელს გამოშვებული შავ-თეთრი ტელევიზორი. კომპანია ძალიან გაფართოვდა მომდევნო ათწლეულებში და 1986 წელს, მობილურ თამაშში მანქანის ტელეფონით შევიდა. მიუხედავად იმისა, რომ სამსუნგის ადრეული ტელევიზიის მცდელობები საზოგადოებამ საკმაოდ კარგად მიიღო, კომპანიის პირველმა მანქანის ტელეფონმა, აღიარება ვერ ჰპოვა.
პირველი CDMA ტელეფონი
Samsung SCH-100 ჯერ კიდევ 1996 წელს გამოვიდა, როგორც პირველი ტელეფონი, რომელმაც გამოიყენა CDMA ტექნოლოგია. იმ დროს, CDMA იყო ახალი ტექნოლოგია და - სწრაფ 4G/LTE ტექნოლოგიებამდე - რეალურად ჰქონდა რეალური უპირატესობა GSM-თან შედარებით.
პირველი საათის ტელეფონი
დიახ, Gear-ის ოჯახის ზოგიერთმა ვარიანტმა საშუალება მოგცათ, გაგზავნოთ ტექსტური შეტყობინება ან თუნდაც დარეკოთ თქვენი ტელეფონის დაკავშირების გარეშე, მაგრამ საათების ტელეფონების ბაზარი რეალურად, ბევრად უფრო ადრე, 1999 წელს დაიწყო. Samsung იყო პირველი და ერთადერთი პიონერი, რომელმაც შექმნა საათის ტელეფონი Samsung SPH-WP10.
ამ უნიკალურ საათის ტელეფონს შეეძლო არა მხოლოდ დროის ჩვენება, არამედ, 90 წუთამდე სატელეფონო ზარის განხორციელებაც.
Samsung-ი სმარტფონების თამაშში Android-სა და iOS-ზე დიდი ხნით ადრე შევიდა
Samsung შეიძლება არ იყოს პირველი, ვინც შექმნა სმარტფონი, მაგრამ ის იყო ერთ-ერთი პირველი, ჭეშმარიტად აგრესიული მოთამაშე ბაზარზე. მან, 2001 წელს, აშშ-ის ბაზარზე წარმოადგინა პირველი „PDA ტელეფონი“ ფერადი დისპლეით.
ასე რომ, დიახ, SPH-i300 შეიძლება ჩაითვალოს Samsung-ის მიერ აშშ-ს ბაზრისთვის სმარტფონის დამზადების პირველ ნაბიჯად.
დიდი ისტორიის მქონე სამსუნგი, ნამდვილად ღირსეულ ადგილს იკავებს ელექტრონიკის ბაზარზე. განსაკუთრებული პოპულარობით კი მისი ციფრული ტექნიკის მიმართულება სარგებლობს. Samsung Galaxy-ს ხაზი, რომელიც Samsung Electronics-ის მიერ არის წარმოებული, მოიცავს Samsung Galaxy S სერიის მაღალი კლასის სმარტფონებს, რომელიც დღესდღეობით, უდიდეს კონკურენციას უწევს სმარტფონების მწარმოებელ სხვა წამყვან ბრენდებს.
სამსუნგის მობილური ტელეფონები იაფად, სასურველი დიზაინითა და მონაცემებით, შეგიძლიათ ონლაინ მაღაზია Citrus.ge-ზე შეიძინოთ.
ახალი, 50-მილიონიანი მულტისავალუტო პროგრამის ფარგლებში, „თეგეტა ჰოლდინგმა“, „გალტ & თაგარტის“ ექსკლუზიური მხარდაჭერით, მორიგი ემისია წარმატებით განახორციელა. კომპანიამ კაპ...
თიბისი ტექსკოლა ქმნის უნიკალურ შესაძლებლობას 9-12 კლასის მოსწავლეებისთვის, შეისწავლონ ტექნოლოგიები და ამ დარგში არსებული მრავალფეროვანი ინოვაციები, საქართველოს ნებისმიერი წერტილიდან, სრულიად უფასოდ. ...
მომხმარებლების ყოველდღიური საბანკო ოპერაციების კიდევ უფრო გასამარტივებლად, თიბისის ბიზნეს ინტერნეტ და მობაილბანკს კონვერტაციის კურსის შეთანხმების ფუნქციონალი დაემატა. ახალი ფუნქციონ...
ეკონომიკური ზრდის გაუმჯობესებული ინდიკატორები და სებ-ის მიერ სავალუტო რეზერვების უკვე უფრო მოცულობითი შევსება გლობალურად მომატებული გაურკვევლობის ფონზე გლობალურად მომატებული გაურკვევლობა. აშშ-...
· Tegeta Construction Equipment-ის სერვისცენტრი საუკეთესო პრაქტიკის მაგალითად დასახელდა ბრიტანულმა კომპანიამ JCB-მ დაარსებიდან 80 წლის აღსანიშნა...
საქართველოს ბანკი მცირე და საშუალო ბიზნესის სხვადასხვა სეგმენტის მხარდაჭერას აგრძელებს. ამჯერად, ბანკმა, პარტნიორ კომაპანიებთან თანამშრომლობით, სტუმარმასპინძლობის სექტორში მომუშავე ბიზნესმომხმა...
მსოფლიო საავტომობილო სექტორში ელექტრომობილებზე მოთხოვნა დღითიდღე იზრდება. ტენდეციის საპასუხოდ, „ვოლვო ქარ საქართველო“ მომხმარებელს სრულად ელექტრულ EX30-ზე უპრეცედენტო ფასდაკლებას სთავაზობ...
აპრილი 2025 | ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
| ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
|
კომენტარები