რეგიონული ჰაბი - „თეგეტას“ ახალი მასშტაბური სერვის...
· მომსახურების კომპლექსურ ცენტრს გერმანული ავტოკონცერნის MAN-ის მიერ უმაღლესი A კატეგორია მიენიჭა · &...
|
15 ოქტომბერს კავკასიის უნივერსიტეტს, "ავერსის კლინიკასა" და კ. ერისთავის სახელობის ექსპერიმენტული და კლინიკური ქირურგიის ეროვნულ ცენტრს შორის მემორანდუმი გაფორმდა. თანამშრომლობის მიზანი მედიკოსი სტუდენტებისთვის პრაქტიკული გამოცდილების მიცემა და დასაქმების პერსპეტივის შექმნაა.
- ჩვენი სურვილია, მომავალ ექიმებს განვითარების, საკუთარი თავისა და შესაძლებლობების რეალიზაციის შესაძლებლობა მივცეთ, - აღნიშნა "ავერსის" დამფუძნებელმა პაატა კურტანიძემ. მისივე თქმით, მომავალი ექიმებისთვის პრაქტიკულ გამოცდილებას უდიდესი მნიშვნელობა აქვს. "ავერსის" სამედიცინო დაწესებულებებში კი კვალიფიკაციის ამაღლებისა და პროფესიული უნარ-ჩვევების გამომუშავებისთვის შესანიშნავი პირობებია - ტექნიკური აღჭურვილობა, უახლესი აპარატურა, პროფესიონალი ექიმების გუნდი მომავალ მედიკოსებს ცოდნისა და გამოცდილების დაგროვებაში დაეხმარება.
უნივერსიტეტის რექტორმა კახა შენგელიამ აღნიშნა, რომ თეორიული ცოდნის პრაქტიკული გამოცდილებით განმტკიცება პროფესიონალად ჩამოყალიბების აუცილებელი პირობაა:
- კავკასიის უნივერსიტეტმა თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა ქვეყანაში ერთ-ერთ საუკეთესო სამედიცინო დაწესებულებებთან, რომლებსაც "ავერსი" წარმოადგენს. ეს არის დასაწყისი მნიშვნელოვანი თანამშრომლობისა და პარტნიორობისა, რომლის ფარგლებშიც კავკასიის უნივერსიტეტის დიპლომირებული მედიკოსის პროგრამის სტუდენტები პრაქტიკას "ავერსის" კლინიკებში გაივლიან.
ლაშა ბაზაძემ, კ. ერისთავის სახელობის ექსპერიმენტული და კლინიკური ქირურგიის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, აღნიშნა, რომ ეს თანამშრომლობა საუკეთესო შედეგს მოუტანს როგორც კლინიკას, ისე უნივერსიტეტს და, რაც მთავარია, თითოეულ პაციენტს:
- კავკასიის უნივერსიტეტი ერთ-ერთი გამორჩეული და პროგრესული სასწავლებელია, სადაც ხდება თანამედროვე ხედვების გაზიარება მაღალტექნოლოგიური მედიცინის პრაქტიკული მიმართულებით. ისეთ სფეროებში, როგორიცაა ბირთვული მედიცინა, რადიოთერაპია, სიახლეების დანერგვა ჩვენთვის სტრატეგიულად მნიშვნელოვანია და ამ მიმართულებით პრაქტიკული გამოცდილების მქონე კადრების შექმნა, მედიკოსთა კვალიფიკაციის ამაღლება, პირველ რიგში, პაციენტების ინტერესებს ემსახურება.
მემორანდუმი გრძელვადიანია და არაერთ სტუდენტსა და მომავალ მედიკოსს მისცემს კვალიფიკაციის ამაღლების შესაძლებლობას.
· მომსახურების კომპლექსურ ცენტრს გერმანული ავტოკონცერნის MAN-ის მიერ უმაღლესი A კატეგორია მიენიჭა · &...
თიბისიმ, დიდი ბრიტანეთის საელჩოსთან თანამშრომლობით, საქართველოს ტექეკოსისტემაში ქალების მეტი ჩართულობისთვის, კიდევ ერთი ახალი საგანმანათლებლო პროექტი „TBC x WIC“ განახორციელა. პროექტი გან...
● Taycan-მა ელექტრომობილების ისტორიაში მე-4 გინესის რეკორდი დაამყარა ● 17,503-კილომეტრიანი დრიფტი 59-მეტრიანი დიამეტრის წრეზე შ...
თიბისის საგანმანათლებლო პლატფორმის - თიბისი კამპუსის პირველ ეტაპს რომელიც განათლებაზე ხელმისაწვდომობის ზრდის მიზნით სტუდენტებისთვის შეიქმნა, უკვე 202 კურსდამთავრებული ჰყავს. ახალგაზრდების ცოდნ...
თიბისი მეორე წელია საქართველოში ამერიკის სავაჭრო პალატისა და MAC Georgia-ს (მაკლეინის ასოციაცია ბავშვებისათვის) სასტიპენდიო პროგრამის მთავარი მხარდამჭერია. პროგრამის ფარგლებში, თიბისის ფინანსური მხარდ...
Med Award - ყოველწლიური სამედიცინო დაჯილდოება, 2025 წლის 16 თებერვალს, სასტუმრო შერატონ გრანდ თბილისი მეტეხი პალასში გაიმართება. გამარჯვებულებს გადაეცემათ Med Award-ს ჯილდოები, სიგელები და სხვა სპეცი...
თიბისიმ სრულიად განსხვავებული, ინოვაციური პროდუქტი - თიბისი ბარათი შექმნა, რომელიც მომაბეზრებელი კითხვების გარეშე, მომხმარებლის ყველა მოთხოვნას აკმაყოფილებს და მის ყოველდღიურობას მნიშვნელ...
იანვარი 2025 | ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
| ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
|
კომენტარები