„ვოლვო ქარ საქართველოში“ სპეციალური შეთავაზებები ს...
მსოფლიო საავტომობილო სექტორში ელექტრომობილებზე მოთხოვნა დღითიდღე იზრდება. ტენდეციის საპასუხოდ, „ვოლვო ქარ საქართველო“ მომხმარებელს სრულად ელექტრულ EX30-ზე უპრეცედენტო ფასდაკლებას სთავაზობ...
|
საქართველოში ზეთისხილის გაშენების, ზეთისხილის ზეთის წარმოების კუთხით მიღწეულ შედეგებსა და სამომავლო პერსპექტივებზე ზეთისხილის საერთაშორისო საბჭოში იმსჯელეს. ესპანეთის სამეფოში ვიზიტის ფარგლებში საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ზეთისხილის საერთაშორისო საბჭოს პრეზიდენტს გიორგი სვანიძეს და გენერალურ მდივანს აბდელატი ფგედირას შეხვდა, სადაც ქვეყნაში ზეთისხილის პოტენციალზე ისაუბრა და დარგს მხარდაჭერა კიდევ ერთხელ გამოუცხადა.
ზეთისხილის საერთაშორისო საბჭოს პრეზიდენტი, იმავდროულად საქართველოში ზეთისხილის ასოციაციის დამფუძნებელი, პრეზიდენტი და ქვეყანაში ამ დარგის შემომტანი გიორგი სვანიძე ამბობს, რომ საბჭოში საქართველოს პრემიერ-მინისტრის ვიზიტი საკმაოდ ნაყოფიერი იყო. შეხვედრაზე აღინიშნა, რომ ზეთისხილი საქართველოსთვის ახალი აგრარული კულტურაა, მაგრამ მას დიდი პოტენციალი აქვს წარმოებისა და შემდგომი ექსპორტისკუთხით, რისი ხელშეწყობაც თანმიმდევრულად ხორციელდება.
"მისასალმებელია, რომ საქართველო ზეთისხილის საერთაშორისო საბჭოსწევრი გახდა - ორგანიზაცია, რომელიც აკონტროლებს მსოფლიო ზეთისხილის შემოსავლის 90%-ს და ტრეიდინგის 74%-ს. ამიტომ ამ ორგანიზაციაში ყოფნა საქართველოსთვის წინ გადადგმული ნაბიჯია. საქართველოს ზეთისხილის წარმოება ახალი დაწყებული აქვს და ნამდვილად გვესაჭიროება ბაზრები, სათანადო ცოდნა, ტრეიდინგი და დარგის სწორად განვითარება. ამაში კი ხელს სწორედ ესორგანიზაცია შეგვიწყობს, რომელიც იმავდროულად მზადაა ჩამოვიდეს საქართველოში და ამდარგში უფრო მეტი ინვესტიციები განახორციელოს. მევფიქრობ, რომ ამორგანიზაციით უფრო ადრე მივაღწევთ დასახულ მიზანს.
თავისმხრივ, დიდი მადლობა მინდა მთავრობას გადავუხადო, როგორც ორგანიზაციის პრეზიდენტმა დელეგაციის ჩამოსვლით. საქართველოს სამთავრობო დელეგაციის ვიზიტმა გაეროს ორგანიზაციის ზეთისხილის საბჭოში საქართველოსადმი კეთილგანწყობა კიდევ უფრო გაზარდა და დარგის განვითარებისთვის ქვეყნის ხელისუფლების შესაბამისმა მხარდაჭერამ ინვესტორებს საქართველოსადმი სურვილი გაუღვივა. ასეთი მხარდაჭერის ფარგლებში კი მათი მხრიდან უფრო მეტი ნაბიჯის გადადგმა მოხდება საქართველოში ამ დარგის სწორედ განვითარებისთვის.
დარწმუნებულივარ, რომ ნებისმიერი ინვესტორი როდესაც ქვეყანაში ჩადის და ქვეყნის მთავრობა მას გვერდით უდგას და ხელს უწყობს, ის უფრო მეტი ინვესტირებითაა დაინტერესებული. ქართველ მეწარმეებს, ფერმერებს და მათ ვინც ირწმუნა და ზეთისხილის დარგვა მასიურად დაიწყეს, მათთვის სახელმწიფო პროექტების ფარგლებში "დანერგე მომავალი", "აწარმოე საქართველოში" გაცემული დაფინანსება ხელს უწყობს ამდარგის განვითარებას. ასევე ხელს უწყობს ჩვენს მოსახლეობას და საშუალებას აძლევს თავისუფლად განვითარდნენ, მეტი პლანტაცია გააშენონ და მეტი შემოსავალიმიიღონ", - აცხადებს ზეთისხილის საერთაშორისო საბჭოსპრეზიდენტი.
ზეთისხილის საერთაშორისო საბჭოში ვიზიტისას პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ ქვეყანა მზად არის ზეთისხილის ზეთის გამოხდის და წარმოების კიდევ უფრო განსავითარებლად.
სახელმწიფო პროექტების მხარდაჭერით დათანამედროვე ბაზრის პრინციპების დაცვით, საქართველოში გაშენებულია ასობით ჰექტარი სხვა და სხვა მრავალწლიანი კულტურა, მათ შორის ზეთის ხილის ბაღები და იწარმოება ადგილობრივი ზეთისხილის ზეთი.
შეხვედრისას ყურადღება დაეთმო ზეთისხილის საერთაშორისო საბჭოს ფარგლებში თანამშრომლობის შემდგომ გაძლიერებას წევრ სახელმწიფოებს შორის, რაც ხელს შეუწყობს ზეთისხილისა და ზეთისხილის/ ზეთის წარმოების შემდგომ განვითარებას.
საბჭოს წევრების შეთანხმების საფუძველზე, საბჭოს 114-ე სესია და მრჩეველთა კომიტეტის 57-ე სხდომა თბილისში გაიმართება. საქართველოს დედაქალაქი ამ ღონისძიებებს 24-26 ნოემბერს უმასპინძლებს.
"26 ნოემბერს საქართველოს მთელი მსოფლიოდან 43 ქვეყნის ზეთისხილის უმსხვილესი წარმომადგენლები, 27 ქვეყნის სოფლის მეურნეობის მინისტრი ეწვევა. საქართველოში ტარდება უდიდესი ასამბლეა, სადაც ინვესტორები, ამ დარგში ჩართული კორპორაციებს ჩამოვლენ საქართველოში", - აღნიშნა გიორგი სვანიძემ.
საქართველო 2019 წლიდან ზეთისხილის საერთაშორისო საბჭოს წევრია, ხოლო 2020 წლის განმავლობაში, საბჭოს თავმჯდომარე ქვეყანაიყო. მანდატი კიდევ ერთი წლით გახანგრძლივდა და საქართველო ზეთისხილის საერთაშორისო საბჭოს თავმჯდომარე 2021 წლის განმავლობაშიც იქნება.
მსოფლიო საავტომობილო სექტორში ელექტრომობილებზე მოთხოვნა დღითიდღე იზრდება. ტენდეციის საპასუხოდ, „ვოლვო ქარ საქართველო“ მომხმარებელს სრულად ელექტრულ EX30-ზე უპრეცედენტო ფასდაკლებას სთავაზობ...
· ახალი Porsche 911 GT3 Weissach მოდულით ნიურბურგრინგ ნორდშლაიფის ტრასაზე მექანიკური გადაცემათა კოლოფის მქონე სერიული მანქანების რეკორდსმე...
თიბისი კამპუსი უნივერსიტეტისგან განსხვავებული სივრცეა, სადაც სტუდენტები ბიზნესისა და ტექნოლოგიების მიმართულებით თეორიულ და პრაქტიკულ გამოცდილებას იღებენ და კამპუსის ონლაინ კურსების დასრულების შემდეგ,...
თიბისიში ბიზნესსესხის აღების პროცესი კიდევ უფრო გამარტივდა. დღეიდან, ბიზნესების წარმომადგენლებს შესაძლებლობა აქვთ, სესხი 2 წუთში, ბიზნეს ინტერნეტ ან მობაილბანკიდან აიღონ და ამისათვის დამატებითი პროცე...
კურასეპტი PSP-ს ექსკლუზიური პარტნიორი და ევროპაში პირის ღრუს მოვლის „ოქროს სტანდარტად“ აღიარებული იტალიური ბრენდია. ყოველწლიურად PSP-სა და კურასეპტის პარტნიორობით სპეციალისტებისთვის - სტო...
თიბისისთვის განათლება მნიშვნელოვანი სტრატეგიული მიმართულებაა და ამ გზაზე ახალი თაობის მხარდაჭერას აქტიურად განაგრძობს. წელს თიბისი საგანმანათლებლო ფონდ „ვიზიონერის“ პარტნიორი ...
გაზაფხულზე მუსიკის მოყვარულებს თბილისში 7 განსაკუთრებული საღამო ელოდებათ. ჯანსუღ კახიძის სახელობის საერთაშორისო მუსიკალური ფესტივალი, რომელიც წელს მეათედ გაიმართება, მსმენელს მრავალფეროვან ...
აპრილი 2025 | ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
| ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
|
კომენტარები