0 8 : 5 7
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

დეკემბერში გაკეთებული “კვლევა” იანვრის ბოლოს რატომ უნდა გამოაცხადო? ძაან უცნაურია – ნიკა გვარამია

“მთავარი არხის” დამფუძნებელი, ნიკა გვარამია, სოციალურ ქსელში, წერს:

NDI სატელეფონო კვლევები არაფერს გვაჩვენებს, გარდა იმისა, როგორი შეშინებულია ხალხი უზურპატორი რეჟიმით. ყველაზე მძიმე პერიოდში – ოცნები ყველაზე მაღალი რეიტინგი – ეს რომ სტატისტიკური, ლოგიკური და პოლიტიკური აბსურდია, ამას ვინც ვერ ხვდება, სერიოზული პრობლემები აქვს, ან მკაფიო მიზანმიმართულობა.

შედარებულია კვლევის ორი სხვადასხვა მეთოდოლოგიით მიღებული პასუხი – პირისპირ გამოკითხვა (შიშიც ნაკლებია და პასუხიც მეტი) და სატელეფონო (შიში უზარმაზარი, უარი დაახლობით 50%). საერთოდაც, უარი პასუხზე რომ 50% გაქვს, ალოკაციის გარეშე (და ამ უარს ოპოზიციის მომხრე ამბობს) შედეგის გამოქვეყნება კვალიფიკაციის პრობლემაა.

80% უნდა ოპოზიცია პარლამენტში – რატომ 100%ს არა? ზოგადად, მგონი ყველა ნორმალურს უნდა. თუ შეკითხვას დასვამ “უნდა იყოს თუ არა ოპოზიცია პარლამენტში”, და არა “ამართლებ თუ არა ოპოზიციის ბოიკოტს”, ამით უბრალოდ ატყუებ ხალხს და იღებ სხვა შეკითხვაზე პასუხს და ასახებ სხვა პასუხად.

ესაა ჩემი კომენტარი NDI კვლევაზე.

ps თან დეკემბერში გაკეთებული “კვლევა” იანვრის ბოლოს რატომ უნდა გამოაცხადო და საეჭვოდ დაამთხვიო მანდატები განულების კენჭისყრას? ძაან უცნაურია.”

კომენტარები

მსგავსი სიახლეები