1 9 : 0 1
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

კულტურა

7 მიზეზი, რის გამოც გლობალური პანდემიის საფრთხის წინაშე ვდგავართ

   ერთმა ხველამ, ერთმა კოცნამ, ერთმა შეხებამ ან შესაძლოა ერთმა კბენამაც კი შეცვალოს არა მარტო შენი, არამედ შენს გარშემო მყოფი ადამინების ცხოვრებაც. ეს კი შეიძლება თვეების ან წლების განმავლობაში გაგრძელდეს.

შენ გარშემო მყოფი ადამიანები დიდ საფრთხეს გიქმნიან, მაგრამ ყველაფერი ასე მარტივად არაა. საფრთხე შენს ხელებზეცაა, რადგან ისინი არიან დაავადების გავრცელების პირველი მიზეზი.

ექსპერტების თქმით, ჩვენ ყველაზე დიდი რისკის წინაშე ახლა ვიმყოფებით. . პანდემიის საფრთხე დიდია და ამას იმაზე დიდი კატასტროფა მოჰყვება, ვიდრე, თუნდაც, ებოლას და ზიკას. ეპიდემია ყოველთვის უეცრად ჩნდებოდა. ექსპერტები ამბობენ, რომ შემდეგი ეპიდემიის აფეთქებისას უფრო დიდი სიურპრიზი გველის.

ისინი 7 მიზეზს ასახელებენ, რასაც გლობალური პანდემიის გამოწვევა შეუძლია:

1)მოსახლეობის ზრდა და ურბანიზაცია. მოსახლეობის ზრდა პირდაპირ დაკავშირებულია ეპიდემიის რისკის ზრდასთან, რადგან ჩვენ უფრო და უფრო მეტ ხალხთან გვიწევს ურთიერთობა, ცხოვრება, ჭამა და მუშაობა.

2)გარემოში შეჭრა. მოსახლეობის რიცხოვნობის ზრდასთან ერთად, სულ უფრო მეტი საცხოვრებელი სახლის მშნებლობა ხდება საჭირო, ამიტომ ადამიანს უწევს ისეთი ტერიტორიების ათვისება, რომელზეც მანამდე არ უცხოვრია. ეს კი გარემოს აზიანებს და ეპიდემიის რისკს ზრდის.

3)კლიმატური ცვლილებები. კლიმატის ცვლილება იწვევს წყალდიდობებს და ასევე გლობალურ დათბობას, ამიტომ  ქოლერის მსგავსი ეპიდემიები ადვილად ვრცელდება.

4)მოგზაურობა. უამრავი ადამიანი გადაადგლდება ერთი ადგილიდან მეორეზე. ტურიზმი შემოსავლის მთავარი წყაროა, თუმცა ესეც რისკებს  ზრდის.

5)სამოქალაქო კომფლიქტები.

6)პანდემიის აფეთქების რეგიონში სამედიცინო პერსონალის ნაკლებობა.

7)სწრაფი ინფორმაცია. დაპოსტვა და ინფორმაციის გავრცელება ბევრ ადამიანს შეუძლია. ზოგადად, შესაძლოა, ეს ცუდი სულაც არაა, მაგრამ ამან შეიძლება გამოიწვიოს ინფორმაციის დამახინჯება, ტყუილის მიწოდება და სტიგმის ჩამოყალიბება.

                                         ავტორი: მაგდა ბატიაშვილი

კომენტარები

მსგავსი სიახლეები