შეამოწმე და შეცვალე აკუმულატორი ზამთრისთვის - რჩევ...
მოამზადე ავტომობილი ზამთრისთვის და შეამოწმე აკუმულატორი უფასოდ „თეგეტა მოტორსში“ ზამთრის სუსხიანი დღეების მოახლოებას ტემპერატურის მკვეთრი კლება ყოველდღიურად გვახსენებს. შესაბა...
|
უკვე მესამე წელია, „თეგეტას“ თანამშრომლები „ზრუნვის კედლის“ გარშემო ერთიანდებიან და ხანდაზმულებისა და ბავშვების სურვილების ასრულებაზე ზრუნავენ. Tegeta.Care-ის ბენეფიციარებისთვის ჯადოსნური ახალი წლის შექმნა სწორედ მათი მოხალისეობით ხდება შესაძლებელი.
„ზრუნვის კედელი“ - ესაა პროექტი, რომელიც ჰოლდინგის წევრებს ზრუნვის იდეის გარშემო ენთუზიაზმით აერთიანებს. ნაძვის ხე, წიგნი, ახალი ქურთუკი, სათამაშოები - ეს იმ სურვილების მცირე ჩამონათვალია, რომლებიც, ასრულების შემთხვევაში, წერილების ავტორებს დღესასწაულის ჯადოსნურობის რწმენას უჩენს და მოახლოებული ახალი წლის სიხარულით ავსებს.
წერილები ახალ წლამდე „ზრუნვის კედელზე“ თავსდება. წლის მიწურულს კი, „თეგეტას“ თანამშრომლები კედელთან იკრიბებიან, წერილებს ეცნობიან და ბენეფიციართა სურვილებს შესასრულებლად ინაწილებენ. მათ გარკვეული დრო აქვთ იმისთვის, რომ წერილებისთვის განდობილი სურვილები - საჩუქრებად, მათი ავტორების ახალი წელი კი იმედების გამართლების დღესასწაულად აქციონ.
თათია ხორბალაძე, „თეგეტა ჰოლდინგის“ სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტის ხელმძღვანელი: „ზრუნვის კედელი“ თეგეტას ერთ-ერთი საყვარელი და გამორჩეული აქტივობაა. ჩვენთვის უკვე ტრადიციად იქცა, მათზე ზრუნვა ვისაც ეს ყველაზე მეტად სჭირდება. ჰოლდინგის დიდი გუნდი წელს უკვე მესამედ გაერთიანდა ზრუნვის იდეით. ძალიან ემოციური იყო საჩუქრების შეგროვების პროცესიც და იმის ყურება, როგორი ენთუზიაზმით მოჰქონდათ ჩვენს თანამშრომლებს მათთვის სრულიად უცნობი ადამიანებისთვის განკუთვნილი საახალწლო ფერადი საჩუქრები. ვამაყობთ, რომ ეს ჯადოსნური პროექტი 3 წლის განმავლობაში უკვე 900-მდე ასრულებულ სურვილსა და 1000-ზე მეტ მზრუნველ თანამშრომელს ითვლის“.
„ბავშვთა ჰოსპისი - ციცინათელა“, „დედების ფონდი“, „საქართველოს კარიტასის მცირე საოჯახო ტიპის სახლები - „ათი მნათი“ და „პირველი სახლი“, „ჰარმონია“, „იმედის სახლი“ - ეს ის ორგანიზაციებია, საიდანაც „თეგეტა ჰოლდინგმა“ წელს საახალწლო სურვილები შეაგროვა. ეს ორგანიზაციები ზრუნავენ მზრუნველობამოკლებულ, სოციალურად დაუცველ, ონკოლოგიური დაავადებებითა და უკურნებელი სენით დაავადებულ ბავშვებზე, მარტო დარჩენილ და მძიმე დაავადებების მქონე ხანდაზმულებზე.
„თეგეტას“ საახალწლო აქტივობაში, ინდივიდუალურად ან თანაგუნდელებთან ერთად, წელს კომპანიის 200-ზე მეტი თანამშრომელი ჩაერთო, რათა ახალ წელს ხანდაზმულები და ბავშვები ახდენილი სურვილების გარეშე არ დარჩენილიყვნენ. განსაკუთრებით შთამბეჭდავი იყო პროექტში „თეგეტას“ გუნდის წევრების მასშტაბური მონაწილეობა.
პროექტის დასკვნით ეტაპს - საახალწლო საჩუქრების ადრესატებთან მიტანას - ასევე „თეგეტა“ უზრუნველყოფს. ამ ფერად საჩუქრებთან ერთად, კომპანიას წერილების ავტორებისთვის ბედნიერი ახალი წლის იმედი და ოცნების გამბედაობა მიაქვს.
3 წლის განმავლობაში „ზრუნვის კედელმა“ „თეგეტას“ 1000-მდე თანამშრომელი გააერთიანა. მათ ჯამში 900-ზე მეტი ბავშვისა და ხანდაზმულის წინასაახალწლო სურვილების ასრულებაზე იზრუნეს.
--
თეგეტა ჰოლდინგის შესახებ: უმსხვილესი საავტომობილო კომპანია კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში მომხმარებელს საავტომობილო ეკოსისტემის სრულ სპექტრს სთავაზობს, რაც მსუბუქ, სატვირთო და სამშენებლო, ასევე კომერციულ, სამგზავრო და ინდუსტრიულ ტრანსპორტს მოიცავს. მთელი ქვეყნის მასშტაბით თეგეტას 28 სერვისცენტრი აქვს, ხოლო საერთაშორისო ვაჭრობას ჰოლდინგი ოთხ კონტინენტზე ახორციელებს. თეგეტა ექსკლუზიურად წარმოადგენს ცნობილ ბრენდებს Porsche, Volvo, Toyota, Mazda. სატვირთო და სპეცტექნიკის მიმართულებით ჰოლდინგის პარტნიორები არიან ისეთი დიდი ბრენდები, როგორებიცაა: MAN, JCB, HINO, Liebherr, BOMAG და სხვები. თეგეტა მსოფლიოს 300-ზე მეტი წამყვანი საავტომობილო ბრენდის უმსხვილესი იმპორტიორია საქართველოში. თეგეტა ჰოლდინგი, 3000-მდე თანამშრომლით, დღეს საქართველოში ერთ-ერთი უმსხვილესი დამსაქმებელია.
მოამზადე ავტომობილი ზამთრისთვის და შეამოწმე აკუმულატორი უფასოდ „თეგეტა მოტორსში“ ზამთრის სუსხიანი დღეების მოახლოებას ტემპერატურის მკვეთრი კლება ყოველდღიურად გვახსენებს. შესაბა...
Google-ის მიწვევით, თიბისის ტექნოლოგიური გუნდის - Open API-ის წევრები პარიზში გამართულ Apigee Summit 2024-ს დაესწრნენ, რომლის მთავარი თემა და დევიზი No AI without APIs იყო. სამიტს მსოფლიოს სხვა...
დღევანდელი არჩევნები საერთაშორისო მასშტაბით განხილვის მთავარი თემაა. მაკროეკონომიკური კუთხით, საყურადღებოა, რომ დონალდ ტრამპის გამარჯვება უფრო დოლარის გამყარების არგუმენტად მოიაზრება, რადგანაც უფრო მ...
თიბისი კონცეპტის მულტიფუნქციური სივრცე, 15 ნოემბრის ჩათვლით, თბილისის არქიტექტურის ბიენალეს ფარგლებში მასპინძლობს საგარეო ურთიერთობათა ინსტიტუტის (Ifa-Institut für Auslandsbeziehungen) გამ...
თიბისი ბიზნესის მხარდაჭერით, საქართველოში, რიგით მეოთხე აგროოლიმპიადა ტარდება, რომელიც რეგიონში, აგრარულ დარგში ცოდნაზე დაფუძნებული ერთადერთი და უნიკალური კონკურსია. ეროვნული აგრარული ოლიმპიადა საქარ...
სექტემბრის ეკონომიკის ზრდამ 8.3 პროცენტი შეადგინა, რაც თიბისი კაპიტალის პროგნოზთან შედარებით მხოლოდ 0.3 პროცენტული პუნქტით განსხვავებაა. სრული 2024 წლისათვის კი, ჩვენი 9.4 პროცენტიანი პროგნოზი უცვლელი...
გარემოზე ზრუნვის მიზნით, თიბისიმ, ბრენდ „ადამიანის” ინიციატივით, მასთან და არტისტ მიშიკო სულაკაურთან თანამშრომლობით, ჩამოხსნილ სარეკლამო ბანერებს, ახალი სიცოცხლე შესძინა და ურბანულ თ...
ნოემბერი 2024 | ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
| ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
|
კომენტარები