1 8 : 3 8
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

ირაკლი ნადირაძე - 8 ივლისს ყრილობაზე იქნება ბევრი სიახლე და ცვლილება, რაც კიდევ უფრო მეტად გააძლიერებს პარტიას

8 ივლისს ყრილობაზე იქნება ბევრი სიახლე და ცვლილება, რომლებიც კიდევ უფრო მეტად გააძლიერებს პარტიას, რადგან „ნაციონალური მოძრაობა“ არის მთავარი ოპოზიციური პარტია, რომელმაც გადამწყვეტი როლი უნდა ითამაშოს რუსი ოლიგარქის დამარცხებაში, - ამის შესახებ თბილისის საკრებულოს ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ ირაკლი ნადირაძემ 8 ივლისის ყრილობასთან დაკავშირებით განაცხადა.

მისი თქმით, ყრილობაზე დამტკიცდება პარტიის ახალი თავმჯდომარე თინათინ ბოკუჩავა და პოლიტიკური საბჭოს ახალი თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი.

„პოლიტიკურმა საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება, რომ 8 ივლისს ჩატარდეს ყრილობა, სადაც ერთის მხრივ დამტკიცდება პარტიის ახალი თავმჯდომარე თინათინ ბოკუჩავა, ასევე პოლიტიკური საბჭოს ახალი თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი და ასევე ყრილობაზე საუბარი იქნება იმ სიახლეებზე, ცვლილებებზე, რომლებიც გააძლიერებს კიდევ უფრო მეტად „ნაციონალურ მოძრაობას“, რადგან „ნაციონალური მოძრაობა“ არის მიხეილ სააკაშვილისპარტია, მთავარი ოპოზიციური პარტია, რომელმაც გადამწყვეტი როლი უნდა ითამაშოს რუსი ოლიგარქის დამარცხებაში“,- განაცხადა ირაკლი ნადირაძემ.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები