1 5 : 0 0
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

„ელჩი დეგნანი არ თვლის ქართველ საზოგადოებას ღირსად, წარმოადგინოს მტკიცებულები" - ირაკლი კობახიძე მოსამართლეებზე

"ქართული ოცნების" პარტიის თავმჯდომარე  აშშ-ს ელჩს კელი დეგნანს ისევ თავს ესხმის. ირაკლი კობახიძეს ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ სანქცირებული მოსამართლეების საკითხზე პოზიცია არ შეუცვლია.

კობახიძის აზრით, 4 მოსამართლის საქმეში არ არსებობს მტკიცებულებები.

"მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბის გა­რე­შე მო­სა­მარ­თლე­ე­ბის და­სან­ქცი­რე­ბა მი­უ­ღე­ბე­ლია და რო­დე­საც ამის სა­ფუძ­ველ­ზე, სის­ხლი­ა­ნი სა­სა­მარ­თლო სის­ტე­მის შე­მოქ­მე­დი „ნაც­მოძ­რა­ო­ბა" მო­სა­მარ­თლე­ე­ბის გა­დად­გო­მას ითხოვს, ამა­ზე კო­მენ­ტა­რის გა­კე­თე­ბაც კი არ არის სწო­რი, - ამის შე­სა­ხებ „ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" თავ­მჯდო­მა­რემ, ირაკ­ლი კო­ბა­ხი­ძემ გა­ნა­ცხა­და.

მი­სი­ვე თქმით, ქარ­თუ­ლი მხა­რე ამე­რი­კის­გან კვლავ ითხოვს მტკი­ცე­ბუ­ლე­ბებს, თუ რის სა­ფუძ­ველ­ზე და­სან­ქცირ­და ოთხი ქარ­თვე­ლი მო­სა­მარ­თლე, თუმ­ცა ამე­რი­კის შე­ერ­თე­ბუ­ლი შტა­ტე­ბის ელჩი სა­ქარ­თვე­ლო­ში, კელი დეგ­ნა­ნი ქარ­თველ ხალ­ხს „ღირ­სად არ თვლის", რომ მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბი წა­რად­გი­ნოს.

„ჩვენ კვლა­ვაც ვი­თხოვთ მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბის წარ­მოდ­გე­ნას, თუმ­ცა ვხე­დავთ, რომ დღემ­დე ელჩი არ თვლის ქარ­თველ სა­ზო­გა­დო­ე­ბას ღირ­სად, რომ წარ­მო­ად­გი­ნოს მტკი­ცე­ბუ­ლე­ბი, რო­მე­ლიც და­კავ­ში­რე­ბუ­ლია ოთხი მო­სა­მარ­თლის და­სან­ქცი­რე­ბას­თან, რაც ბუ­ნებ­რი­ვია, კა­ტე­გო­რი­უ­ლად მი­უ­ღე­ბე­ლია.

ეს არის არას­წო­რი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა ქარ­თვე­ლი სა­ზო­გა­დო­ე­ბის მი­მართ, სა­ქარ­თვე­ლოს ხე­ლი­სუფ­ლე­ბის მი­მართ. არ შე­იძ­ლე­ბა მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბის გა­რე­შე ქარ­თვე­ლი მო­სა­მარ­თლე­ე­ბის და­სან­ქცი­რე­ბა. ეს არის ჩვე­ნი პრინ­ცი­პუ­ლი პო­ზი­ცია. აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, კვლა­ვაც პრინ­ცი­პუ­ლად ვი­თხოვთ მტკი­ცე­ბუ­ლე­ბებს მისი მხრი­დან, თუმ­ცა დღემ­დე დუ­მი­ლია ამას­თან და­კავ­ში­რე­ბით," - გა­ნა­ცხა­და კო­ბა­ხი­ძემ.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები