1 3 : 5 0
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

„მაშინ როცა მანქანით გადაადგილება აკრძალულია, ცალკე ბოტასების და ცალკე მრავალი მილიონის მოპარვაში მხილებული ოთარა ფარცხალაძე არხეინად დადის!“

გავრცელებულ კადრებს, სადაც ჩანს, როგორ მოძრაობს რუსთაველზე ოთარ ფარცხალაძე, ნიკა მელია ასე ეხმაურება:

„მაშინ როცა მანქანით გადაადგილება აკრძალულია, ცალკე ბოტასების და ცალკე მრავალი მილიონის მოპარვაში მხილებული ოთარა ფარცხალაძე არხეინად დადის!

ამოცანა გვეკითხება, რა გადაუდებელი აუცილებლობითაა ნაკარნახევი მისთვის საშვის ბოძება?

– ვინმე დიდი ბიზნესმენი ჰყავს გადასაყვანი სარდაფში?

– „უმაღლესი ლიგის“ შავებთან“ მიეჩქარება რომ „დაულაგოს“? (სწორედ მასთან „ალაგებენ“ თბილისელი, სუსთან შეკრული „შავები“, ისინი, ვინც „უმაღლეს ლიგაში“ თამაშობენ).

პატიოსან თბილისელს ცოლი უზის გვერდით და ამის გამო აჯარიმებენ და ამას გვერდითაც უზის და თბილისშიც დაუბრკოლებლად დაქრის. მისთვის არც აკრძალვა არსებობს, არც ჯარიმა.

აი, ეს კაცია იმ ხელისუფლების მეტაფორა, რომელსაც სულ სხვა საშვი უნდა გამოვუწეროთ შემოდგომით არჩევნებზე – ისტორიის სანაგვეზე გავუშვათ.“

კომენტარები

მსგავსი სიახლეები