0 7 : 5 2
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

"მტრედით არ გაგვიგზავნია ქვითარი და არ ვიცი, ამდენი ხანს რით ვერ მივიდა" - საია-ს თავმჯდომარე

"მტრედით არ გაგვიგზავნია ქვითარი და არ ვიცი, ამდენი ხანს რით ვერ მივიდა. გაგზავნის დრო 17:42 საათია" - ამის შესახებ "ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის" თავმჯდომარე ნიკა სიმონიშვილი Facebook-ზე წერს და აქვეყნებს დამადასტურებელ ფოტოსაც, სადაც პროკურატურისთვის გაგზავნილი გირაოს ქვითარი და დოკუმენტი ჩანს. 

ევროკავშირმა „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, ნიკა მელიას გირაოს თანხა გადაიხადა. 

„დღეს გადახდილი იყო 40 000 ლარის ოდენობის გირაო ბ-ნ მელიას წინასწარი პატიმრობიდან გასათავისუფლებლად, რაც 2021 წლის 19 აპრილს ევროკავშირის მედიაციით მიღებული შეთანხმების კონტექსტში პოლიტიკური პარტიების მიერ მიღწეულ ურთიერთგაგებას მოჰყვა. გულითად მადლობას ვუხდით ორ დამოუკიდებელ ორგანიზაციას, რომელიც დათანხმდა ამ პროცესში მნიშვნელოვანი მხარდაჭერის გაწევაზე: ევროპულ ფონდს დემოკრატიისთვის (European Endowment for Democracy), რომელმაც თანხა გამოყო და საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციას (საია), რომელმაც აღნიშნული თანხა ხელისუფლებას გადასცა. ეს კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯია, რომელიც საქართველოში პოლიტიკური კრიზისის დასრულებისა და 19 აპრილის შეთანხმების შესრულების მიზნით გადაიდგა. გვაქვს მოლოდინი, რომ ეს ნაბიჯი მეტად შეუწყობს ხელს პარლამენტის ყველა არჩეულ წევრს, რომ შეთანხმებას შეუერთდეს და მის განხორციელებაში წვლილი შეიტანოს, საქართველოს, მისი მოქალაქეების, ევროკავშირი-საქართველოს ურთიერთობებისა და საქართველოს ევროატლანტიკური მომავლის ინტერესებიდან გამომდინარე“, - ნათქვამია განცხადებაში.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები