2 0 : 3 2
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

თურქეთში მოგზაურობის მსურველებს ელექტრონული ანკეტის შევსება მოუწევთ

თურქეთში მოგზაურობისთვის ელექტრონული ანკეტების შევსება სავალდებულო იქნება. შესაბამისი რეგულაცია 15 მარტიდან ამოქმედდება. ანკეტის შევსება კორონავირუსთან დაკავშირებულ უსაფრთხოების ზომებს უკავშირდება.

სპეციალური ფორმა, რომლის შევსებაც თურქეთში მოგზაურობის მსურველებს გამგზავრებამდე 72 საათით ადრე მოუწევთ, ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროს ვებგვერდზეა განთავსებული.

ანკეტაში მოგზაურის შესახებ რამდენიმე მონაცემი იქნება ასახული, მათ შორის სახელი, გვარი, ეროვნება, პასპორტის და ტელეფონის ნომრები, ასევე ელექტრონული ფოსტის მისამართი.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები