2 1 : 0 0
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

24 დეკემბერს შეზღუდვების დაგეგმილი შემსუბუქება, შესაძლოა, გაუქმდეს

განიხილავს თუ არა საკოორდინაციო საბჭო საახალწლო პერიოდში დაგეგმილი შემსუბუქების გაუქმებას, თუ ინფიცირებულთა ყოველდღიური რაოდენობა არ შემცირდება, – ამაზე დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი, ამირან გამყრელიძე საუბრობს.

 

„როდესაც შეზღუდვები წესდებოდა, არავის უთქვამს, რომ ეს ზომები მოიტანს მყისიერ შედეგს. მთავარი მიზანი იყო, რომ არ გვქონოდა ზრდა. თუ აკვირდებით ბოლო 2 კვირის სტატისტიკას, ნახტომისებური ზრდა აღარ გვაქვს. შაბათ-კვირას ვართ 3 000-3 500 ინფიცირების ფარგლებში, სხვა დღეებში გვაქვს 4-5 ათასამდე. საკოორდინაიო საბჭო რა თქმა უნდა, აკვირდება ეპიდსიტუაციას. ყოველდღიურად ხდება ამის ანალიზი. როდესც ჩვენ მივუახლოვდებით 24 დეკემბერს, ვნახავთ.

გასათვალისწინებელია ისიც, რომ ჩვენ მანამდე ვატარებდით დღეში 10-13 ათას ტესტს, ახლა ტარდება დაახლოებით 20 ათასი ტესტი. ეს ნიშნავს, რომ გვაქვს გარკვეული სტაბილიზაცია. უნდა ვეცადოთ, ეს რიცხვი შევინარჩუნოთ და შემდეგ თანდათან შევამციროთ ის. რაც შავ პარასკევს მოხდა, არ უნდა განმეორდეს და ეს შედეგი, რაც გვაქვს, წყალში არ უნდა გადავყაროთ. უნდა ვიყოთ ძალიან ფრთხილად” – განაცხადა გამყრელიძემ.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები