1 0 : 0 9
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

საქართველოს საპატრიარქო, კორონავირუსის აქტიური გავრცელების გამო განცხადებას ავრცელებს

საქართველოს საპატრიარქო, კორონავირუსის აქტიური გავრცელების გამო განცხადებას ავრცელებს.

„COVID-19-ის მეორე ტალღის აქტიური გავრცელების გამო, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის კურთხევით, მივმართავთ საქართველოს ეკლესიის მღვდელმთავრებს, წინამძღვრებს, სასულიერო პირებს:

აუცილებელია, ტაძარში ყოფნის დროს მრევლმა დაიცვას დისტანცია და ეკეთოს პირბადე, ხოლო ვინც თავს შეუძლოდ გრძნობს ან რისკის ჯგუფს განეკუთვნება, სჯობს, თავი შეიკავოს მსახურებებზე დასწრებისგან. ზიარების ან სხვა საჭიროების შემთხვევაში მათ მოძღვარი სახლში მიაკითხავს.

არაფრის შეგეშინდეთ, ილოცეთ და უფალს მიენდეთ.

„უფალმან ძალი ერსა თვისსა მოსცეს, უფალმან აკურთხოს ერი თვისი მშვიდობით“,- ნათქვამია საპატრიარქოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები