2 3 : 3 7
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

საზოგადოება

“გინდათ ქვეყანაში აპოკალიფსის სურათი დახატოთ” – თენგიზ ცერცვაძის პასუხი მანანა ჯებაშვილს

ინფექციური პათოლოგიისა და შიდსის ცენტრის გენერალური დირექტორი თენგიზ ცერცვაძე ღია წერილს ავრცელებს და მანანა ჯებაშვილს მიმართავს, რომელმაც დღეს დაწერა რომ სიკვდილიანობის %ით ყველას გადავაჭარბეთ

“ქალბატონო მანანა,
რიგ საკითხებში ჩვენი განსხვავებული შეხედულებების მიუხედავად, ალბათ, ეჭვი არ გეპარებათ ჩემს გულწრფელ და ღრმა პატივისცემაში თქვენი, როგორც პიროვნების და პროფესიონალის მიმართ. ისიც კარგად მესმის, რომ ოპონირების დროს გადაჭარბებებიც მოსულა, მაგრამ დღეს თქვენს ფეისბუქ გვერდზე ისეთი რამ დაწერეთ, რაც ჩვენთან დამკვიდრებულ სტანდარტებშიც კი არ ჯდება. 

თქვენ ბრძანეთ „45 გარდაცვლილი (იგულისხმება COVID-19-ით პაციენტები, თ.ც.)“ ….. სიკვდილობის %-ით ყველას გადავაჭარბეთ! რას ფიქრობს სახელმწიფო, სანამდე უნდა გაგრძელდეს ბუნებრივი გადარჩევის პროცესი ისედაც მცირერიცხოვან ერში!“.


ამას წინათ ერთ ჩემს კოლეგას შევახსენე სიტყვები, რომლებსაც ჰიტლერს და ჰებელსს მიაწერენ „თუ იტყვი დიდ ტყუილს და ხშირად გაიმეორებ, ბოლოს და ბოლოს ხალხი მას დაიჯერებს“. 

მესმის, რომ გინდათ ქვეყანაში აპოკალიფსის სურათი დახატოთ, მაგრამ ხომ შეიძლებოდა ამისთვის სხვა უფრო შესაფერისი მაგალითი მოგეძებნათ. მინდა სრული პასუხისმგებლობით გითხრათ და თქვენ თვითონ შეგიძლიათ დარწმუნდეთ, თუ გაეცნობით ევროპის CDC-ის (ECDC), ჯანმო-ს და Worldometer -ის ოფიციალურ მონაცემებს ა.წ. 17 ნოემბრისთვის, რომ COVID-19-ის ყველა დადასტურებულ შემთხვევათა შორის (CFR) საქართველოზე დაბალი სიკვდილობის პროცენტი ევროპის 56 სახელმწიფოს შორის აქვს მხოლოდ სლოვაკეთს, ლიეტუვას და კიდევ რამოდენიმე ჯუჯა სახელმწიფოს, ხოლო 46 (ორმოცდა ექვს) სახელმწიფოს სიკვდილობის საქართველოზე მაღალი პროცენტი აქვს. 

რაც შეეხება „ბუნებრივ გადარჩევას“ ამის ჩვენი სახელმწიფოსთვის დაბრალება უბრალოდ მკრეხელობაა. აი, ევროპის და ამერიკის მთელ რიგ სახელმწიფოებში კი ასეთ რამ მართლა ხდებოდა და ზოგან ახლაც ხდება. საკმარისია გავიხსენოთ, რომ ბევრისთვის სამაგალითოდ მიჩნეულ ქვეყანა შვედეთში არსებობდა ოფიციალური მითითება-რეკომენდაცია, რომ 65 წელზე მეტი ასაკის COVID-19-ით ავადმყოფები საავადმყოფოებში არ გადაეყვანათ, რადგან მათთვის იქ ადგილი არ იყო. წარმოგიდგენიათ, რა ამბავი ატყდებოდა, ეს რომ საქართველოში მომხდარიყო.
აი, ასეთია სინამდვილე, მოგწონთ ეს, თუ არა”

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 16:40

    ცესკოს მტკიცებით, ალექსანდრ მალკევიჩზე აკრედიტაცი...

    ცენტრალური საარჩევნო კომისია ამტკიცებს, რომ რუს პროპაგანდისტზე, ალექსანდრ მალკევიჩზე აკრედიტაცია საარჩევნო კანონმდებლობის დაცვით გასცეს: "დაინტერესებული პირები საკითხს ისე წარმოაჩენენ, თითქოს საარ...

  • 14:58

    საქართველოში ბინების თანდათანობითი გაიაფების ტენდე...

    საქართველოში ბინების თანდათანობითი გაიაფების ტენდენცია გრძელდება. მიგრანტების გადინებამ და შემცირებულმა მოთხოვნამ უძრავი ქონების გაიაფებას შეიწყო ხელი. გაიაფება განსაკუთრებით საშუალო კლასის ბინებს შეე...

  • 21:20

    კესარია აბრამიძე მოკლეს...

    ცნობილი გახდა, რომ თბილისში, ტრანსგედერი ქალი, კესარია აბრამიძე მოკლული იპოვეს -  ამის შესახებ ინფორმაცია   შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს. შსს ადასტურებს, რომ 37 წლის ქა...

  • 15:15

    გარდაიცვალა ჩვენი 2 თანამშრომელი, მატარებლის მგზავ...

    "დღეს, 3 სექტემბერს, თბილისში, დიდუბე-ავჭალის მონაკვეთზე მომხდარი სარკინიგზო შემთხვევის გამო გარდაიცვალა საქართველოს რკინიგზის ორი თანამშრომელი, რომლებიც გეგმიურ სამუშაოებს ასრულებდნენ. ამ დროისთვის გ...

  • 14:36

    ფეიქრებზე მატარებელი სამუშაო პლატფორმას დაეჯახა - ...

    თბილისში, ფეიქრებთან მატარებელი სამუშაო პლატფორმას დაეჯახა. შემთხვევის შედეგად დაღუპულია 2 ადამიანი, სავარაუდოდ იქ მომუშავე მუშები. მატარებელი ბათუმიდან თბილისის მიმართულებით მოძრაობდა. წინასწარი...

  • 13:38

    ვაშლიჯვარში 52 მოქალაქეს დაახლოებით 10 179 224 ლარ...

    პროკურატურის განცხადებით, 52 მოქალაქისთვის უხარისხოდ აშენებული საცხოვრებელი ფართების გადაცემის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინეს. საუბარია შპს "თორის" დამფუძნებელზე. გამოძიების ცნობით, კომპანიამ&nbs...

  • 11:37

    სექტემბრიდან, საბავშვო ბაგა-ბაღებში აღსაზრდელებს ...

    დედაქალაქის მერის, კახა კალაძის განცხადებით, სექტემბრიდან, საბავშვო ბაგა-ბაღების აღსაზრდელებს ახალი სათამაშოები და სხვა მეთოდური მასალები დახვდებათ, რისთვისაც სააგენტოს ბიუჯეტიდან 1 მილ...