საზოგადოება
რესპუბლიკურის ფანჯრიდან გადმოვარდნილი კოვიდინფიცირებული პაციენტი გარდაიცვალა
2020-11-12 10:12:53
ბათუმში, რესპუბლიკური საავადმყოფოს მესამე სართულიდან 73 წლის კორონავირუსით ინფიცირებული კაცი გადმოვარდა და რამდენიმე საათიანი ოპერაციის შემდეგ გარდაიცვალა.
უცნობია მომხდარის მიზეზები, რადგან შემთხვევის დროს კაცი ოთახში მარტო იმყოფებოდა. პაციენტი თერაპიულ განყოფილებაში მკურნალობდა და საავადმყოფოს ერთ-ერთი თანამშრომლის ოჯახის წევრი იყო და ინფიცირებული მისი ახლობლის მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფებოდა.
კომენტარები