0 1 : 1 3
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

საზოგადოება

გოგონას, რომელიც კოვიდინფიცირებული მშობლების გადარჩენას ითხოვდა, დედის მერე, მამაც გარდაეცვალა

გო­გო­ნას, რო­მე­ლიც კო­ვი­დინ­ფი­ცი­რე­ბუ­ლი მშობ­ლე­ბის გა­დარ­ჩე­ნის თხოვ­ნით ჯან­დაც­ვის სა­მი­ნის­ტროს მი­მარ­თავ­და, დედის შემდეგ,  მა­მაც გარ­და­ეც­ვა­ლა.

მა­რი­ამ კა­კა­უ­რი­ძე "ფე­ის­ბუ­ქის" პი­რად გვერ­დზე წერ­და, რომ მის დედ-მა­მას მკურ­ნა­ლო­ბა რე­ა­ნი­მა­ცი­ულ გან­ყო­ფი­ლე­ბა­ში სჭირ­დე­ბო­დათ, თუმ­ცა ად­გი­ლე­ბის არარ­სე­ბო­ბის გამო მათი იქ მო­თავ­სე­ბა ვერ მო­ხერ­ხდა.

მა­რი­ამ კა­კა­უ­რი­ძეს დედა 5 ნო­ემ­ბერს გარ­და­ეც­ვა­ლა, ხოლო მამა - დღეს დი­ლით.

Covid-19 -ით გარ­დაც­ვლი­ლი ცოლ-ქმა­რი ხო­ნის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის სო­ფელ კონ­ტუ­ათ­ში ცხოვ­რობ­დნენ.

"ჩემი მშობ­ლე­ბი სახ­ლში მკურ­ნა­ლობ­დნენ! გახ­დნენ შე­უძ­ლოდ მა­მას გა­უ­კე­თეს პსრ ტეს­ტი და და­აწ­ვი­ნეს კლი­ნი­კა ბო­მონდში. 3 დღის შემ­დეგ მო­ვი­და უარ­ყო­ფი­თი პა­სუ­ხი და გა­მო­წე­რეს სახ­ლში! თბი­ლი­სი­დან ჩა­სულს მამა დამ­ხვდა ცუ­დად, ვრე­კავ 112-ში და ვე­ლო­დე­ბი მათ 2 სა­ა­თი არა­ვინ მო­დის, ჩე­მით მიმ­ყავს გორ­მე­დის კლი­ნი­კა­ში, გზა­ში გა­მიხ­და უფრო ცუ­დად... ვი­ძა­ხებ გო­რის სას­წრა­ფოს და მო­დი­ან 30 წუთ­ში და­ახ­ლო­ე­ბით, მა­მას­თან არა­ვინ ჯდე­ბა მედ­პერ­სო­ნა­ლი და მე და­ვუ­ჯე­ქი! გორ­მედ­ში მი­სუ­ლე­ბი 1 სა­ა­თი და­ახ­ლო­ე­ბით დე­რე­ფან­ში ვი­ყა­ვით, არა­ვინ გა­უ­კე­თა და­მამ­შვი­დე­ბე­ლი სა­ნამ არ ვიყ­ვი­რეთ. გა­მოჩ­ნდა 2 ღვთის­ნი­ე­რი ექი­მი და იმათ მი­მი­ხე­დეს და მო­მიყ­ვა­ნეს დღემ­დე! ახლა, მა­მას სჭირ­დე­ნა სას­წრა­ფო რე­ა­ნი­მა­ცია 2 დღეა და არა­ფე­რია ! 1505 112 ს მი­მარ­თეო, 112-მა ექი­მე­ბი აგ­ვა­რე­ბე­ნო, ექიმ­მა შენ იპო­ვე ექი­მიო ! მა­მას აქვს კო­ვი­დი და ინ­სულ­ტი. დედა, დე­დას არ გა­უ­კე­თეს ტეს­ტი, რად­გან ფეხ­ზე იდგა და უფრო უკეთ იყო ! "ბო­მონდში" თხოვ­ნით ერთი გა­დას­ხმა გა­უ­კე­თეს და გა­უშ­ვეს სახ­ლში! მე­ო­რე დღეს ცუ­დად გახ­და, გა­მო­ვი­ძა­ხე სას­წრა­ფო და წა­იყ­ვა­ნეს "უნი­ქალ­მედ­ში"! იყო მიმ­ღებ­ში 2 დღე და არა პა­ლა­ტა­ში! პირ­ველ დღეს გა­უ­კე­თეს გა­დას­ხმე­ბი, მე­ო­რე დღეს არა­ფე­რი და მე­სა­მე დღეს დამ­ძიმ­და. მად­ლო­ბა მის ექიმს ვასო ფარ­ცხა­ლა­ძეს შე­უძ­ლე­ბელს აკე­თებს დე­დას­თვის! დე­და­საც ესა­ჭი­რო­ე­ბა რე­ა­ნი­მა­ცია! ერთი მშო­ბე­ლი მა­ინც გა­და­მირ­ჩი­ნეთ! თქვე­ნი ჯან­დაც­ვის სის­ტე­მის კო­ლაფ­სის და არას­წო­რი ტეს­ტის პა­სუ­ხის გამო ვართ ასეთ დღე­ში! პირ­ვე­ლი­ვე სიმპტო­მი­დან და­ი­წყეს მკურ­ნა­ლო­ბა სახ­ლში, თა­ვი­სი ხარ­ჯე­ბით!" - წერ­და მა­რი­ამ კა­კა­უ­რი­ძე.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 16:40

    ცესკოს მტკიცებით, ალექსანდრ მალკევიჩზე აკრედიტაცი...

    ცენტრალური საარჩევნო კომისია ამტკიცებს, რომ რუს პროპაგანდისტზე, ალექსანდრ მალკევიჩზე აკრედიტაცია საარჩევნო კანონმდებლობის დაცვით გასცეს: "დაინტერესებული პირები საკითხს ისე წარმოაჩენენ, თითქოს საარ...

  • 14:58

    საქართველოში ბინების თანდათანობითი გაიაფების ტენდე...

    საქართველოში ბინების თანდათანობითი გაიაფების ტენდენცია გრძელდება. მიგრანტების გადინებამ და შემცირებულმა მოთხოვნამ უძრავი ქონების გაიაფებას შეიწყო ხელი. გაიაფება განსაკუთრებით საშუალო კლასის ბინებს შეე...

  • 21:20

    კესარია აბრამიძე მოკლეს...

    ცნობილი გახდა, რომ თბილისში, ტრანსგედერი ქალი, კესარია აბრამიძე მოკლული იპოვეს -  ამის შესახებ ინფორმაცია   შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს. შსს ადასტურებს, რომ 37 წლის ქა...

  • 15:15

    გარდაიცვალა ჩვენი 2 თანამშრომელი, მატარებლის მგზავ...

    "დღეს, 3 სექტემბერს, თბილისში, დიდუბე-ავჭალის მონაკვეთზე მომხდარი სარკინიგზო შემთხვევის გამო გარდაიცვალა საქართველოს რკინიგზის ორი თანამშრომელი, რომლებიც გეგმიურ სამუშაოებს ასრულებდნენ. ამ დროისთვის გ...

  • 14:36

    ფეიქრებზე მატარებელი სამუშაო პლატფორმას დაეჯახა - ...

    თბილისში, ფეიქრებთან მატარებელი სამუშაო პლატფორმას დაეჯახა. შემთხვევის შედეგად დაღუპულია 2 ადამიანი, სავარაუდოდ იქ მომუშავე მუშები. მატარებელი ბათუმიდან თბილისის მიმართულებით მოძრაობდა. წინასწარი...

  • 13:38

    ვაშლიჯვარში 52 მოქალაქეს დაახლოებით 10 179 224 ლარ...

    პროკურატურის განცხადებით, 52 მოქალაქისთვის უხარისხოდ აშენებული საცხოვრებელი ფართების გადაცემის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინეს. საუბარია შპს "თორის" დამფუძნებელზე. გამოძიების ცნობით, კომპანიამ&nbs...

  • 11:37

    სექტემბრიდან, საბავშვო ბაგა-ბაღებში აღსაზრდელებს ...

    დედაქალაქის მერის, კახა კალაძის განცხადებით, სექტემბრიდან, საბავშვო ბაგა-ბაღების აღსაზრდელებს ახალი სათამაშოები და სხვა მეთოდური მასალები დახვდებათ, რისთვისაც სააგენტოს ბიუჯეტიდან 1 მილ...