0 1 : 1 9
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

საქალაქო სასამართლოს რამდენიმე თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა

თბილისის საქალაქო სასამართლოში დასაქმებულ რამდენიმე თანამშრომელს Covid19 დაუდასტურდა.

როგორც ინფორმაციაშია აღნიშნული, ქვეყანაში კორონავირუსის გახშირებულ შემთხვევებთან დაკავშირებით, სასამართლო მომხმარებელს მიმართავს მაქსიმალურად შეიკავონ თავი ყველა სახის კორესპონდენციის წარმოდგენის მიზნით სასამართლოში ვიზიტისაგან.

„მოვუწოდებთ, სასამართლოს ვიზიტორებს და პროცესის მონაწილე მხარეებს, გამოიჩინონ მაღალი სამოქალაქო პასუხისმგებლობა და გადაუდებელი აუცილებლობის გარდა შეზღუდონ ზემოთხსენებული მიზნით, სასამართლოში ვიზიტები.

მოგმართავთ თხოვნით, ისარგებლოთ უფასო დისტანციური ელექტრონული სერვისებით, როგორც დოკუმენტბრუნვისას, ასევე სამართალწარმოების დროს. საქმის რეგისტრაციის სერვისით ისარგებლებთ http://www.ecourt.ge აღნიშნული პროგრამის მეშვეობით.

საქართველოს სასამართლოების საქმისწარმოების სისტემის მისამართია: http://ecd.court.ge განცხადებების წარმოდგენა ელექტრონულად სამუშაო დღეებსა და სამუშაო საათებში შესაძლებელია ელექტრონულ მისამართზე: [email protected] ასევე, სასამართლოს მოქალაქეთა მომსახურების ცენტრის შესასვლელში კორესპონდენციის წარმოდგენა სპეციალურად განთავსებული ყუთის მეშვეობითაა შესაძლებელი“, - ნათქვამია თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები