0 0 : 5 0
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

„ლელო“ - ხელისუფლებამ არჩევნების გაყალბება დაიწყო ორი თვით ადრე, რადგან მიხვდნენ რომ სხვა გზით ვერ მოიგებდნენ

„ლელო“ - ხელისუფლებსაქართველოს პარლამენტის წინ ამ წუთებში გაერთიანებული ოპოზიციის აქცია მიმდინარეობს. რომელზეც ოპოზიციონერი პოლიტიკური ლიდერები და მათი მხარდამჭერები საპარლამენტო არჩევნების შედეგებს აპროტესტებენ. 

პარლამენტის წინ აქციაზე იმყოფებიან „ლელოს“ ლიდერები, მათი განცხადებით, არჩევნები გაყალბებული და არალეგიტიმურია, ხოლო არსებულ შედეგებს არ შეეგუებიან. 

ჩატარებულ არჩევნებს დემოკრატიულს არ უწოდებს „ლელოს“ გენერალური მდივანი ბადრი ჯაფარიძე, მისი თქმით 2020 წლის არჩევნები იყო სიყალბით და ძალადობით მიღწეული შედეგი. 

„წინასაარჩევნო პროცესი იყო ასევე დაშინების, მოსყიდვის, ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება. ეს არჩევნები ვერ ჩაითვლება ლეგიტიმურად იმიტომ, რომ ის არ ასახავს ჩვენი საზოგადოების განწყობებს. ჩვენ დღეს შევთანხმდით იმაზე, რომ ყველანი ერთად ვაფასებთ ამ არჩევნებს, როგორც არალეგიტიმურს და არ ვცნობთ მის შედეგებს. დანარჩენ ნაბიჯებთან დაკავშირებით ვიმსჯელებთ და ჩვენი პოზიცია გვექნება", - განაცხადა ჯაფარიძემ.

„ლელოს“ ერთ-ერთი ლიდერის ლანა გალდავას განცხადებით ხელისუფლება არჩევნებს ბოლო ორი თვის განმავლობაში აქტიურად აყალბებდა, არსებული შედეგიც მხოლოდ ამიტომ მიიღო. 

„ეს ხელისუფლება არის მშიშარა, მიხვდნენ რომ არჩევნებს ვერ მოიგებდნენ და ორი თვით ადრე, მოსყიდვებით, შანტაჟითა და დაშინებით დაიწყეს არჩევნების გაყალბება. ისინი არ დაელოდნენ საბოლოო შედეგებს და სპეცრაზმით შევიდნენ ცესკოში, ისინი ემზადებოდნენ წაგებისთვის და ყველა შესაძლო ზომას მიმართეს. მათ მიიღეს ჯანსაღი პროტესტი და ამ კონსტიტუციის ფარგლებში დავიცავთ ჩვენი დემოკრატიის იდეას. ამავე ფარგლებში მოვითხოვთ ჩვენი ხმების დაბრუნებას, თუ არადა მათ მოუწევთ სახლებში წასვლა,“-ლანა გალდავა. 

შეგახსენებთ, რომ 1 ნოემბერს ოპოზიცია სამოქმედო გეგმის გასავლელად ლეიბორისტული პარტიის ოფისში შეიკრიბა და მომავალი კვირიდან აქციების ახალი ტალღაც დააანონსა.ამ არჩევნების გაყალბება დაიწყო ორი თვით ადრე, რადგან მიხვდნენ რომ სხვა გზით ვერ მოიგებდნენ

კომენტარები

მსგავსი სიახლეები