0 1 : 1 2
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

თაზო დათუნაშვილი - მმართველი გუნდის განცხადებამ საარჩევნო უბნებზე დარღვევის ფაქტები წაახალისა

“ლელომ“ კიდევ ერთი საგანგებო ბრიფინგი გამართა მიმდინარე არჩევნებში მძიმე დარღვევების შესახებ. პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა საარჩევნო ოლქებში არსებულ დარღვევებთან ერთად ვიდეო მასალაც გაასაჯაროვა, სადაც ჩანს როგორ ემუქრება სპეცსიაზე მმართველი გუნდის მხარდამჭერი, „ლელოს“ დამკვირვებელს.

თაზო დათუნაშვილის განცხადებით, ერთი საათის წინ „ქართული ოცნების“ მდივანმა სამარცხვინო განცხადება გააკეთა და წაახალისა ის უკანონო ქმედებები, რომელიც მიმდინარეობდა ამ დრომდე ყველა საარჩევნო უბანზე.

სამწუხაროდ, ძალადობრივი მუხტი ორჯერ უფრო გაიზარდა.

„სამწუხაროდ ძალიან მძიმე დარღვევა გამოვლინდა, ისნის ოლქში, კახეთის რაიონის 36 ნომერი, #78 საარჩევნო უბანზე სპეც სიებში შეყვანილ ხალხს, მათშორის ძალოვანებს, მიეცათ უფლება რომ აერჩიათ მაჟორიტარი დეპუტატი. რისი უფლებაც სპეც სიებში შეყვანილ ხალხს კანონმდებლობით რ აქვს. ხალხის მობილიზება მოხდა ერთიანად დაახლოებით 400 ადამიანზეა საუბარი, დაუყოვნებლივ უნდა მოხდეს ამ უბნის შედეგების გაბათილება და ჩვენი საჩივარი უკვე იწერება. ამ უბანზე შედეგები უნდა გაბათილდეს, რადგან აქ დაფიქსირებული დარღვევა არის მწვავე. ასევე დარღვევა დაფიქსირდა კრწანისის #5 საარჩევნო უბანზე იდენტიფიცირებული იქნენ პირები, რომლებიც ცდილობდნენ უბანზე შეღწევას და მეორედ ხმის მიცემას - აქ ღია ნიშნები ფიქსირდება ე.წ საარჩევნო კარუსელისა. ეს უბანი მდებარეობს ასათიანის ქ.28 4 საავტორო სკოლაში. ორივე ოლქში გამოვლენილი დარღვევების ვიდეოჩანაწერიც გვაქვს. რამდენიმე წუთის წინ ისევ დაგვიკავშირდა „ლელოს“ მთაწმინდა-კრწანისის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი საბა ბუაძე და დახმარება გვთხოვა, რადგან უბანზე კიდევ გამოვლინდა დარღვევის ფაქტი,“- განცხადა დათუნაშვილმა.

„ლელოს“ დიდუბის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის თქმით, ის დარღვევები რაც ხდება არის უკანონო. სამუშიამ ამომრჩევლებს მშვიდი და ორგანიზებული აქტიურობისკენ მოუწოდა.

„აუცილებელია ამომრჩევლის აქტიურობა, რომ არსებულ ხელისუფლებას დავუსვათ წერტილი. ხალხის თითოეულ ხმას ისეთი დიდი მნიშვნელობა არ ჰქონია, როგორც დღეს აქვს. დარღვევები ყველგანაა, თუმცა ვიძლევით გარანტიას, რომ „ლელო“ ყველას ხმას დაიცავს,“ - განაცხადა სამუშიამ.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები