0 0 : 5 0
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

„ჩვენს 250 000 რეგისტრირებულ მხარდამჭერს მოვუწოდებ, მივიდეს არჩევნებზე და მიიყვანოს +1 ადამიანი, სწორედ ეს იქნება გარდამტეხი დემოკრატიული ცვლილება, რომელსაც ახალი ძალა ჩაუდგება სათავეში“-ამის შესახებ „ლელოს“ თავმჯდომარემ, მამუკა ხაზარაძემ ისაუბრა.

მისივე განცხადებით, სიღარიბე, ტყუილი და უსამართლობა, რომელიც „ქართულმა ოცნებამ“ შექმნა, ქვეყანაში არჩევნების შედეგად უნდა დასრულდეს. 

„ყველაზე მნიშვნელოვანია სწორი გუნდის შეკრება და  ერთი მიზნის ირგვლივ გაერთიანება, რამაც შექმნა „ლელო“ და ეს არის ჩვენი სიძლიერე. ჩვენი გუნდი დღე და ღამე მუშაობს დაუღალავად იმისათვის, რომ სერიოზული შედეგი დავდოთ ხვალ.  გუნდს არცერთი მიმართულებით არ გაუჩერებია მუშაობა. მიუხედავად იმისა, რომ მეც ათ დღეზე მეტია, კოვიდს ვებრძვი და ამის გამო იზოლაციაში ვარ, არც ერთი წუთით არ ჩამოვშორებივარ ჩემს პოლიტიკურ საქმიანობას და ჩართული ვარ ყველა სამუშაოსა თუ მიმდინარე პროცესებში. უახლოესი თვეების განმავლობაში ჩვენ შევქმენით სრულიად ახლებური, ევროპული, ძლიერი პარტია და დღეს გვყავს 250 000 რეგისტრირებული მხარდამჭერი, შეკრული გუნდი, აღჭურვილი “ახალი მარშალის გეგმით” და მიზანმიმართულად მივდივართ არჩევნებზე ჩვენი ქვეყნის რეკონსტრუქციისათვის,”- განაცხადა ხაზარაძემ.

„ლელოს“ თავმჯდომარის განმარტებით, ხვალინდელ არჩევნებს ქვეყნის განვითარების სტრატეგიისთვის დიდი მნიშვნელობა აქვს, რომლის შეცვლაშიც არჩევნებში მონაწილე თითოეული ადამიანი მიიღებს მონაწილეობას. 

“მინდა, მოვუწოდო მთელს მოსახლეობას, მიიღონ არჩევნებში მონაწილეობა. ეს ქვეყანა არის თითოეული თქვენგანის და თქვენ შეცვლით მის ხვალინდელ დღეს თქვენ მიერ გაკეთებული არჩევანით. ეს მოხდება, რადგან არ არსებობს ხელისუფლება, რომელიც ტყუილზე იქნება დაფუძნებული. ჩვენ ტოტალურ ტყუილში მცხოვრებ საზოგადოებად ჩამოგვაყალიბეს ბოლო 8 წლის განმავლობაში, სწორედ ამიტომ, „ქართული ოცნება“ განწირულია წასასვლელად. ხელისუფლებაში კი უნდა მოვიდეს ახალი ძალა „ლელოს“ სახით,“-განაცხადა ხაზარაძემ.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები