0 1 : 0 7
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

გურჯაანში, მამაკაცმა ცოლი და მეზობელი მოკლა - დაჭრილია ორი ადამიანიც

გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ვაზისუბანში 55 წლამდე კაცმა ცოლი და მეზობელი, რომელთანაც წარსულში სიტყვიერი დაპირისპირებაც ჰქონდა, ცეცხლსასროლი იარაღით მოკლა, ორი თანასოფლელი კი დაჭრა. დაშავებული, რომელსაც ჭრილობები სახისა და მხრის არეში აქვს მიყენებული, გურჯაანის საავადმყოფოშია გადაყვანილი და ამ წუთებში გადაუდებელი ქირურგიული ოპერაცია უტარდება. 

თვითმხილვეველების თქმით, თავდაპირველად ერთი გასროლის ხმა გაიგეს, რომელსაც სხვადასხვა ინტერვალით მოყვა რამდენიმე გასროლა. ადგილობრივები ვერ აკონკრეტებენ, რა გახდა მკვლელობის მიზეზი, თუმცა ამბობენ, რომ კაცს ფსიქიკური პრობლემები ჰქონდა. 

შუახნის კაცი საკუთარი ავტომობილით გადაადგილდება და პოლიცია მას ამ დრომდე ეძებს.

ადგილზე იმყოფებიან კახეთის სამხარეო პოლიციის წარმომადგენლები და ექსპერტ-კრიმინალისტები, მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები. 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები