0 2 : 0 8
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

სასწრაფოს ექიმი კორონავირუსით გარდაიცვალა

თბილისის კლინიკა „ჯერარსში“ 69 წლის ქალი 25 ოქტომბერს გარდაიცვალა. კორონავირუსით ინფიცირებული ახალქალაქის სასწრაფო დახმარების ექიმი იყო. ის თბილისში სამკურნალოდ 19 ოქტომბერს გადაიყვანეს.

სასწრაფო დახმარების ცენტრში ამბობენ, რომ ექიმს ქრონიკული დაავადებები ჰქონდა. მისი მდგომარეობა კლინიკაში გადაყვანის შემდეგ დამძიმდა.

„სამწუხაროდ, დღეს დილით გარდაიცვალა. ჰქონდა თანმხლები დაავადებები – ფარისებრი ჯირკვლის სიმსივნე, მეტაბოლური დარღვევები და მსგავსი ჩივილები აწუხებდა. ცენტრი მწუხარებას გამოთქვამს ექიმის გარდაცალების გამო“, – გვითხრეს პრესსამსახურში.

სასწრაფო დახმარების ცენტრში ამბობენ, რომ სხვა ინფიცირებული მედიკოსების ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

სამცხე-ჯავახეთში მეხუთე კოვიდინფიცირებულის გარდაცვალების შემთხვევაა.

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები