0 2 : 3 4
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

სასიკვდილო რისკი არც ახალგაზრდებისთვისაა გამორიცხული – ცერცვაძე

დღეს, 14 სექტემბერს ქვეყნის მთავარმა ინფექციონისტმა თენგიზ ცერცვაძემ საქართველოში მიმდინარე ეპიდვითარება შეაფასა და მოსახლეობას გარკვეული რეკომენდაციები მისცა.

მან საზოგადოებას მოუწოდა, რომ სიმპტომების აღმოჩენისთანავე მიმართონ ექიმს და არ დამალონ ინფიცირების შემთხვევა.

„გთხოვთ, ნუ დამალავთ ინფიცირების შემთხვევას… სიმპტომებს.. სამწუხაროდ გვქონდა მსგავსი შემთხვევები, როდესაც არ გააცხადა პიროვნებამ ინფიცირების შესახებ, ჰქონდა ბევრ ადამიანთან კონტაქტი და საბოლოოდ მაინც მოუწია მკურნალობა“, – აღნიშნა თენგიზ ცერცვაძემ.

ინფექციონისტის თქმით, ბევრი ადამიანისთვის ვირუსის მიმდინარეობის პროცესი მარტივია, მაგრამ უნდა შევხედოთ არსებულ ვითარებას და გავითვალისწინოთ, რომ არის შემთხვევები, როდესაც ეს ფატალურად მთავრდება.

„ნუ გექნებათ განცდა, რომ ვირუსი მხოლოდ ასაკოვნებისთვის არის საშიში. გვაქვს სტატისტიკა, რომ 109 გარდაცვლილის შორის 17 ადამიანი იყო 60 წელს ქვემოთ. ამერიკის მონაცემებით კი გარდაცვლილთა 20% სამოც წელზე ახალგაზრდაა“, – აღნიშნა თენგიზ ცერცვაძემ ტელეკომპანია „რუსთავი 2-ის“ ეთერში.

ინფექციონისტის თქმით, არ არის სწორი, რომ ვირუსი მხოლოდ თანმხლები დაავადებს მქონე პაციენტებისთვის ჰგონიათ საშიში, ახალგაზრდებისთვის სასიკვდილო რისკი და ასევე სრულიად ჯანმრთელი ადამიანებისთვის არ არის გამორიცხული“, – დასძინა მან.

შეგახსენებთ, დღეს საქართველოში კორონავირუსის 680 ახალი შემთხვევა დადასტურდა, 7 პაციენტი კი გარდაიცვალა.

ცნობისთვის, ქვეყანაში COVID 19-ის პირველი შემთხვევა მიმდინარე წლის 26 თებერვალს დაფიქსირდა.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები