1 1 : 3 1
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

ამირან გამყრელიძე: თბილისში შემზღუდავი ღონისძიებების დაწესებასთან დაკავშირებით მსჯელობა მიმდინარეობს

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, თბილისში ფართომასშტაბიანი შემზღუდავი ღონისძიებების დაწესებაზე მსჯელობა მიმდინარეობს.

მან იმედი გამოთქვა, რომ შეზღუდვებთან დაკავშირებით გადაწყვეტილება 12 ოქტომბრის საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე მიიღება.

„შეზღუდვების შესახებ გადაწყვეტილებებს, რა მასშტაბის, როგორი და ა.შ. იღებს საკოორდინაციო საბჭო. წერტილოვანი შეზღუდვები რა თქმა უნდა, ხორციელდება. რაც შეეხება, ფართომასშტაბიან ღონისძიებებს, ამაზე მიმდინარეობს მსჯელობა. რა ტიპის იქნება ეს შემზღუდავი ღონისძიებები ან იქნება თუ არა, ამაზე გადაწყვეტილება, იმედი მაქვს, მიღებული იქნება ორშაბათს, საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე და ყველასთვის გახდება ცნობილი“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

შეზღუდვებზე საუბრისას გამყრელიძის მოადგილემ, პაატა იმნაძემ ბიზნესის მიერ წესების დაცვის მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება.

„აქ იკვეთება ბიზნესის დიდი მნიშვნელობა. რა შეზღუდვა სჭირდება, თუ ვირუსი გაუჩნდა, დაიკეტება, ხომ? აქედან გამომდინარე, კიდევ ერთხელ მვოუწოდებ ხელმძღვანელებს, ბიზნესმენებს, თავიანთ სამუშაო ადგილებზე მაქიმალურად უზრუნველყონ ყველანაირი პროფილაქტიკური ღონისძიება, რომ მათ ბიზნესს გაჩერების საფრთხე არ შეექმნას. უმარტივესია: ნიღაბი, დისტანცია, ხელის ჰიგიენა“, – განაცხადა პაატა იმნაძემ.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები