0 3 : 4 2
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

„როდესაც პანდემიის გამო ჩაკეტილი ქვეყნაში ყოველდღე 500 ახალი შემთხვევაა, ნიშნავს, რომ მთავრობას ანტიკრიზისული გეგმა არ აქვს“ - მამუკა ხაზარაძე.

„დღეში კორონავირუსის 500 შემთხვევა დასტურდება, ხელისუფლება კი შესაბამისად არ რეაგირებს და პირიქით, გააქტიურდა. ეს ნიშნავს, რომ მათ არჩევნების მოახლოება აშინებთ და ხალხის ჯანმრთელობაზე არ ზრუნავენ“ - ამის შესახებ „ლელოს“ თავმჯდომარე მამუკა ხაზარაძე საუბრობს. 

მისივე თქმით, როდესაც რამდენიმე თვის წინ დღეში 15 შემთხვევაზე ქვეყანა ჩაკეტეს, დღეს 500 შემთხვევაზე რეაგირებას არ ახდენენ, მიუხედავად იმისა, რომ პანდემიის გავრცელების კერა, აჭარის სახით, ცნობილია. 

“გაუგებარია, როცა გაზაფხულზე 15 შემთხვევა იყო და მთელი ქვეყანა ჩაკეტეს, დღეს 500 შემთხვევას გადააჭარბა და გავაქტიურდით. აჭარაში ფიქსირდება ყველაზე მაღალი მაჩვენებელი და არანაირი ზომები არაა მიღებული ხელისუფლების მხრიდან, რაც კითხვას აჩენს. ეს ნიშნავს, რომ არაპროფესიონალები მართავენ ქვეყანას. ისინი ვერ შექმნიან სამუშაო ადგილებს, ვერ დაძლევენ პანდემიას. გაუგებრად მიმაჩნია, როდესაც კონკრეტული რეგიონიდან ყოველდღე გვაქვს 500 შემთხვევა, იცი გავრცელების კერა და არაფერს აკეთებ, ეს მხოლოდ ერთ რამეს შეიძლება დავუკავშიროთ - ხელისუფლებას ეშინია არჩევნებზე ადამიანების აქტიურობის, რადგან ხალხის აქტიურობა არის მათი საბოლოო დამარცხება,“ - აცხადებს ხაზარაძე.

„ლელოს“ დამფუძნებელმა მოახლოებულ არჩევნებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ამომრჩეველს, რომელმაც ქვეყნის ბედი უნდა გადაწყვიტოს, პანდემია ვერ შეაშინებს. არჩევნები ყველა რეგულაციის დაცვით ხალხის სასარგებლოდ ჩატარდება.  

ყველაფერს  გავაკეთებთ იმისთვის, რომ არჩევნები ჩატარდეს ძალიან ორგანიზებულად. მინდა, მივმართო ამომრჩეველს: თითოეული ხმა გადამწყვეტია იმისთვის, რომ ქვეყნის ბედი შეიცვალოს უკეთესობისკენ. ვერ შეგვაშინებს პანდემია, დავიცავთ რეგულაციებს და ქართველი ხალხი მიიღებს სწორ გადაწყვეტილებას, ეს იქნება ოცნებასთან და ამ ხელისუფლებასთან დამშვიდობების დღე. რადგან აუცილებელია მათთან დამშვიდობება და ახალი ძალის ამორჩევა, ეს ძალა არის „ლელო“. არ იფიქროს ვინმემ, რომ აქ ძალაუფლებაზეა საუბარი, დაფიქრდნენ, თუ რამხელა პასუხისმგებლობაა ასეთი ნაბიჯების გადადგმა და თქმა, რომ მოვდივარ ქვეყნის სამართავად. „ლელო“ ქვეყნის ინტერესების შესაბამისად იმოქმედებს,“- განაცხადა ხაზარაძემ.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები