0 5 : 1 3
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

ვინ არის 23 წლის ბიჭი, რომელმაც 16 წლის ელენე ბაშარული გუშინ შავი მუსტანგით გაიტანა, მომაკვდავი შუა ქუჩაზე მიატოვა და მიიმალა

რუსთავში რუსთაველის ქუჩაზე 28 სექტემბერს მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას 16 წლის ელენე ბაშარაულის სოცოცხლე ემსხვერპლა.

არასრულწლოვანი მე-16 სკოლის მე-11 კლასის მოსწავლე იყო.

საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავის" ინფორმაციით, ავტომობილის მძღოლი, 23 წლის მამაკაცი, რომელიც ელენეს დაეჯახა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა, უკვე დაკავებულია.

გ.გ ავტოსაგზაო შემთხვევის შემდეგ რუსთავიდან ხარაგაულში წავიდა, სადაც 29 სექტემბერს სამართალდამცავებს თავისი ნებით ჩაბარდა.

დაკავებულის ადვოკატის ნანა ჯახველაძის განცხადებით, 23 წლის კაცი მომხდარს ნანობს და მზადაა პასუხი აგოს.

"ვუსამძიმრებთ გარდაცვლილი გოგონას ოჯახს, მეც და ჩემი დაცვის ქვეშ მყოფიც. ძალიან ვწუხვართ მომხდარის გამო. გვსურს, ვთქვათ, რომ ჩემი დაცვის ქვეშ მყოფს შემთხვევის ადგილი არ მიუტოვებია. მან პირველად დაინახა ძაღლი, როდესაც მიხვდა, რომ ადამიანიც ახლდა, გვერდით რუსთაველის ქუჩაზე მანქანა გააჩერა. ფეხით მივიდა შემთხვევის ადგილზე, სადაც ბევრი ხალხი იყო შეკრებილი, ასევე სასწრაფო იყო მისული.

მიხვდა ის, რომ გოგონა არ იყო მიტოვებული და დახმარებას მას ხალხი უწევდა. ძალიან ცუდი კომენტარები მოდიოდა, აღშფოთებული იყო ხალხი, სწორედ ამის შემდეგ დატოვა მან შემთხვევის ადგილი.

შემდეგ იგი გავიდა ქალაქიდან, მობილიზდა, ძალიან განერვიულებული იყო. 23 წლის ბიჭია და პირველად მოხვდა ასეთ სიტუაციაში. საერთოდ პოლიციასთან არ ჰქონია შეხება, ძალიან ცუდი ამბები გავრცელდა. მშრომელი, პატიოსანი ბიჭია, ავტობაზრობაზე მუშაობს. ჰყავს მეუღლე და დღე-დღეზე ელოდება შვილს.

აქედან გამომდინარე ის თავისი ფეხით ჩაბარდა პოლიციას. ჩვენ და ოჯახი მზად ვართ, ყველანაირად გვერდში დავუდგეთ გარდაცვლილი გოგოს ოჯახს და ყველანაირი დახმარება გავუწიოთ",- განუცხადა "ინფო რუსთავს" დაკავებული გ.გ-ს უფლებადამცველმა.

ადვოკატის განცხადებით, მამაკაცი მაღალი სიჩქარით არ გადაადგილდებოდა და ამის დადასტურება ამავე ავტომობილში მსხდომ კიდევ 2 პირს შეუძლია.

მომხდარზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276 მუხლის მე-6 ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას ნიშნავს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

ისჯება თავისუფლების აღკვეთით 4-დან 7 წლამდე ვადით.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები