1 2 : 4 4
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

ბიზნესი

თიბისის გადახდის პროდუქტები ბაზრის ყველა მოთხოვნას აკმაყოფილებს

სტატისტიკის მიხედვით, საქართველოში მომხმარებელთა უმრავლესობა უპირატესობას უნაღდო ანგარიშწორებას ანიჭებს - როგორც POS ტერმინალის, ასევე ონლაინგადახდის მეშვეობით (ელექტრონული კომერცია). თიბისი განსაკუთრებულად ზრუნავს, რომ გადახდები მაქსიმალურად კომფორტული იყოს, როგორც მომხმარებლისთვის, ისე ბიზნესისთვის. ბანკი მომხმარებლებს სთავაზობს პროდუქტების მრავალფეროვნებას, რაც შესაძლებლობას აძლევს ბიზნესს, სწრაფად და მარტივად მიიღოს თანხა პროდუქტის რეალიზაციისას, კლიენტს კი შეძენის პროცესი გაუმარტივოს. თიბისის POS ტერმინალები ბაზარზე არსებულ ყველა მოთხოვნას აკმაყოფილებს.

სტანდარტული POS ტერმინალი შესაძლებლობას გაძლევთ, მიიღოთ საბარათე გადახდები Visa, MasterCard, UnionPay-ის როგორც საერთაშორისო, ისე ლოკალური  ბარათებიდან. სალარო ტერმინალი POS ტერმინალის და სალარო აპარატის ფუნქციებს ერთ მოწყობილობაში აერთიანებს. მისი გამოყენებით, სწრაფად და მარტივად შეძლებთ, როგორც საბარათე გადახდების მიღებას, ისე სალარო ტრანზაქციების (ნაღდი) განხორციელებას. თიბისი ასევე გთავაზობთ ინტეგრირებულ POS ტერმინალებს, რომელიც თქვენს სალარო პროგრამას დაუკავშირდება და პროცესს უფრო სწრაფს და მარტივს გახდის.

T-POS კი არის აპლიკაცია, რომლის საშუალებითაც შესაძლებელია ბარათით გადახდების მიღება ტერმინალის გარეშე, ანდროიდ მოწყობილობებზე – მობილურ ტელეფონებსა და ტაბლეტებში.

თიბისი მუდმივად ცდილობს, POS ტერმინალების განახლებული, თანამედროვე მოდელები შემოიტანოს ბაზარზე, რომლებიც უფრო სწრაფი და მრავალფუნქციურია.

გარდა ზემოჩამოთვლილისა, თიბისი გთავაზობთ სრულიად ახალ პროდუქტს, რომელიც ფართოდაა გავრცელებული ევროპის ქვეყნებში, ქართულ ბაზარზე კი უნიკალურია. ეს არის QR ჰორეკა – გადახდები სარესტორნო ბიზნესში. კობა ქუთათელაძის, თიბისის POS ტერმინალების კომერციული ლიდერის თქმით, ეს პროდუქტი ბევრად უფრო კომფორტულს გახდის გადახდის პროცესს, როგორც სარესტორნო ბიზნესისთვის, ისე მომხმარებლისთვის:

„როგორც წესი, მომხმარებელი რესტორანში ან კაფეში შედის, მაგიდას ირჩევს, მიმტანი მისგან იღებს შეკვეთას, შემდეგ კი ამ შეკვეთას სარესტორნო პროგრამაში არეგისტრირებს. ჩვენი პროდუქტის მეშვეობით, მომხმარებელს შეუძლია დაასკანეროს მაგიდაზე არსებული QR კოდი და ნახოს თავისი შეკვეთა, ფასები, რაოდენობა, თან აკონტროლოს, რამე ხომ არ არის გამორჩენილი. რაც მთავარია, ნებისმიერ დროს, იქვე შეუძლია გადახდა – ანუ შეუძლია თავიდანვე გადაიხადოს, არ დაელოდოს მიმტანს, როდის მოუტანს ქვითარს. QR-ის მეშვეობით მომხმარებელი აჭერს გადახდას, ტოვებს თიფს, თუკი სურს და ეს სარესტორნო პროგრამაში ავტომატურად აისახება. ეს არის პირველი ეტაპი, რომელიც უკვე დავნერგეთ და ბაზარზე ფუნქციონირებს. ახლა ვმუშაობთ, რომ მენიუც ინტეგრირდეს და შეკვეთა თავად გააკეთოს კლიენტმა, თუკი სურვილი ექნება. ასევე დაამატოს სხვადასხვა კერძი. ამით მომხარებელს უკვე სრულ კომფორტს ვუქმნით“.

POS ტერმინალზე თანხის გადახდის შემდგომ ბიზნესის მფლობელის ანგარიშზე თანხის ჩარიცხვა მყისიერად ხდება. ეს კიდევ ერთი სიახლეა – აქამდე ჩარიცხვა მეორე დღეს ხდებოდა, რაც ბიზნესისთვის არ იყო ხელსაყრელი. გარდა ამისა, თიბისიში გეყოლებათ მენეჯერი, რომელიც გადახდებთან დაკავშირებით ნებისმიერ საკითხს მოკლე დროში მოგიგვარებთ.

სარესტორნო ბიზნესისთვის POS ტერმინალებზე დამატებით შესაძლებელია Tip-ის (მადლობის ფუნქციონალი) გააქტიურება, რისი მეშვეობითაც Tip-ის თანხების მიღება სწრაფად და მარტივად იქნება შესაძლებელი.

თიბისი გთავაზობთ ონლაინ გადახდების სისტემას, როგორც ონლაინ მაღაზიებისთვის თქვენს საიტზე (E-com), ასევე საიტის გარეშე ბმულის გაზიარებით (Pay By Link). ელექტრონული კომერციის პროდუქტების ინტეგრაციით გადახდის პროცესს ბიზნესისთვის და მომხმარებლისთვის უფრო სწრაფსა და კომფორტულს გახდი.

ყველა საგადახდო პროდუქტის შესახებ ინფორმაცია – POS ტერმინალები იქნება თუ ონლაინ გადახდა – განთავსებულია  სპეციალურ პლატფორმაზე tbcpayments.ge. აღნიშნული პლატფორმის საშუალებით ასევე შესაძლებელია ნებისმიერი საგადახდო პროდუქტის მოთხოვნა, ხოლო არსებული კლიენტების შემთხვევაში დამატებით შესაძლებელია სხვადასხვა ტიპის ანალიტიკის ნახვა. დამატებით მომხმარებელს შეუძლია tbcpayments.ge-ზე გადავიდეს თიბისის ინტერნეტ ბანკიდან.

 

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 15:09

    თიბისის შეთავაზება - დაიბრუნე 30% ზუგდიდი მოლში ...

    22 და 23 მარტს, თუ ზუგდიდი მოლს ეწვევით, შეძლებთ ისარგებლოთ თიბისის ქეშბექ შეთავაზებით და ახალი თიბისი ბარათით, ახალი თიბისი კონცეპტ ბარათებითა და ერთგული საკრედიტო ბარათით გადახდის შემთხვევაში, დაიბ...

  • 15:02

    ისტორია ჩვენს თვალწინ იწერება - ბორჯღალოსნების და ...

    საქართველოს მორაგბეთა ეროვნულმა ნაკრებმა, რაგბი ევროპის ჩემპიონატის 2025 წლის გათამაშება დომინანტური უპირატესობით მოიგო. ზედიზედ 8 წელია, ბორჯღალოსნები კვარცხლბეკის უმაღლესი საფეხურიდან არ ჩამოსულან ...

  • 10:55

    თიბისის ახალი საგანმანათლებლო ინიციატივა - GetData...

    თიბისი, როგორც მოწინავე კომპანია ტექნოლოგიებსა და მონაცემთა ანალიზის მიმართულებით, საგანმანათლებლო ინიციატივების ფარგლებში, აგრძელებს სხვადასხვა პროგრამის განვითარებას და ამჯერად თიბისი IT აკადემია, ...

  • 10:50

    სიახლე PSP-სგან - პირველი ლოქერი ფარმაციაში ...

    PSP-ს ინოვაციური პროექტი - პირველი ლოქერი ფარმაციაში მომხმარებელს შოპინგის ახალ, კომფორტულ მომსახურებას სთავაზობს: ონლაინ შეკვეთის მისაღებად კონკრეტული მისამართის მითითება და ლოდინი საჭირო აღარ არის;...

  • 14:38

    თიბისი მწარე პოდკასტის მხარდამჭერი გახდა...

    შემეცნებითი პოდკასტების სერია - მწარე პოდკასტი / Bitter Podcast, რომელსაც ისტორიკოსი ნიკა ხოფერია უძღვება, 4 წელზე მეტია ისტორიის მოყვარულებს შორის დიდი პოპულარობით სარგებლობს და მრავალრიცხოვანი აუდი...

  • 12:23

    თიბისის მობაილბანკში სიახლეა - გაიგე, რომელია შენს...

    ინვესტირებისას, ხშრიად ყველაზე რთული, პირველი ნაბიჯის გადადგმაა, როდესაც არ იცი საიდან დაიწყო. სწორედ ამიტომ, თიბისის მობაილბანკის საინვესტიციო პლატფორმას ინოვაციური პროდუქტი - სმარტ პორტფელები დაემა...

  • 12:20

    კოტე სულაბერიძე - ჩემი კავკასიონი...

    თიბისი კონცეპტის მულტიფუნქციური სივრცის გალერეა, 22  მარტიდან წარმოგიდგენთ კოტე სულაბერიძის პერსონალურ გამოფენას „ჩემი კავკასიონი”.  გამოფენა მხატვრის 1990-იანი წლებიდან დღემდე ...