2 2 : 0 8
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

ბიზნესი

6 ყოველდღიური საჭიროება, რომელსაც თიბისის ციფრული ბანკი მოგიგვარებს

 

თიბისის ტექ გუნდი ყოველდღიურად მუშაობს იმისთვის რომ მომხმარებლებს შესთავაზოს საუკეთესო საბანკო აპლიკაციის გამოცდილება. თიბისისთვის მნიშვნელოვანია, მომხმარებლებს მისცეს საშუალება, რომ თავიანთი საბანკო ოპერაციები დამოუკიდებლად განახორციელონ, სადაც არ უნდა იყვნენ.  

 

ამ მიზნით თიბისიმ აპლიკაციაში ბარათების მართვა კიდევ უფრო გაამარტივა:  

 

1.       თუ ტერმინალზე პინ-კოდის რამდენჯერმე არასწორად შეყვანის გამო  ბარათი დაგებლოკა, აპლიკაციაში 3 მარტივი ნაბიჯით შეგიძლია მოხსნა ბლოკი  და გადახდა განაგრძო, მთავარი გვერდიდან ბარათზე გადადი და დააჭირე „განბლოკვა“-ს.  

2.       ხშირი შემთხვევაა, როცა ბარათის პინ-კოდი გავიწყდება. მისი განახლება კი პირდაპირ აპლიკაციიდან შეგიძლია - უბრალოდ უნდა აირჩიო სასურველი ბარათი აპლიკაციაში, დააჭირო დამხმარე ღილაკს -  „პინკოდის შეცვლა“, გაიარო უსაფრთხოების ეტაპი სმს-ით და პირდაპირ აპლიკაციიდან განაახლებ პინ-კოდს. ამისათვის არც ფილიალში ვიზიტი გჭირდება და არც  კონტაქტ ცენტრში დარეკვა. 

3.       ონლაინ შოპინგის დროს  ბევრ ვებგვერდზე გადახდისა საჭიროა ბარათის დეტალების შეყვანა. ციფრულ ბანკში შევქმენით მარტივი დამხმარე ღილაკი -  „ბარათის დეტალები“, რომელზეც  თითის 2 დაწკაპუნებით, საფულის ძიების გარეშე, ნახავ შენი ბარათის დეტალებს და გააგრძელებ შოპინგს.  

4.       ბარათის  დაკარგვის შემთხვევაში, იმისათვის რომ თავი უსაფრთხოდ იგრძნო, შეგიძლია რამდენიმე წამში აპლიკაციიდან დაბლოკო შენი ბარათი,  კონტაქტ ცენტრში დარეკვის გარეშე. სადაც არ უნდა იყოს შენი ბარათი, ერთ თითის დაწკაპუნებით დაცულია. თუ აღმოაჩენ რომ ბარათი ჩანთის ბოლოში იმალებოდა, იქვე აპლიკაციაში ბლოკის მოხსნასაც შეძლებ.  

5.       Ციფრულ ბანკში გადახდილი თანხის უკან დაბრუნებაც შეგიძლია. შეხვალ ტრანზაქციებში და ღილაკს „ტრანზაქციის დაბრუნება“ -ს დააჭერ, თანხა ბარათზე დაგიბრუნდება, გადასახდელი ჯამი კი განაწილდება თვეებზე.  

6.       და ბოლოს, ხანდახან აღმოვაჩენთ ისეთ შეთავაზებას, რისთვისაც კონკრეტული ბარათი გვჭირდება. ციფრული ბანკიდან შეგიძლია საბარათე ნაკრები დისტანციურად გამოიწერო. ირჩევ , შენზე მორგებულ ნაკრების პირობებს და ფერს, მისამართს, სადაც კომფორტული იქნება ბარათის მიღება, რომელსაც 24 საათში ადგილზე მოგიტანენ. სანამ ფიზიკურ ბარათს ელოდები, ციფრული ბანკიდან ციფრული ანალოგით მომენტალურად შეძლებ სარგებლობას და არ გამოტოვებ შენთვის სასურველ შეთავაზებას.   

 

თიბისი ყოველდღიურად მუშაობს იმისთვის, რომ მომხმარებელს  ციფრულ ბანკში კიდევ უფრო მეტი ინოვაციური და მათ საჭიროებებზე მორგებული ფუნქციონალები შესთავაზოს.  

გადმოწერე ციფრული ბანკი და გაიმარტივე ყოველდღიურობა.  

 

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 11:31

    თიბისი ბიზნესების მხარდასაჭერად...

    ბიზნესების მხარდასაჭერად, თიბისიმ, Glovo-სთან და Mymarket-თან ერთად, სპეციალური ინიციატივა წამოიწყო, რომელიც ერთი მხრივ, ქვეყანაში შექმნილი ვითარების შედეგად დაზარალებული და Happyeuyear-ის პლატფორმაზ...

  • 19:17

    თიბისი თავის საკომუნიკაციო არხებს საახალწლოდ ხალხს...

    ქვეყანაში მიმდინარე მოვლენების გამო, თიბისი საახალწლო კამპანიას არ გაუშვებს. სანაცვლოდ, ყველა იმ საკომუნიკაციო არხს, რომელშიც ტრადიციულად თიბისის რეკლამები თავსდება, მოქალაქეებს დაგითმობთ, რომ თქვენი ...

  • 19:14

    PSP Pharma განცხადებას ავრცელებს: „ამ ისტორიას ა...

    გუშინ ტელეკომპანია „იმედმა“ და „რუსთავი 2“-მა გაავრცელეს ინფორმაცია, თითქოს, PSP Pharma  ჩართულია მასშტაბურ ეკონომიკურ ურთიერთობაში და აქვს უდიდესი შემოსავალი რუსეთიდან.&...

  • 13:33

    თიბისი და საქართველოს ბანკი ერთად ქართველი ხალხ...

    ქვეყანაში  შექმნილი ვითარების შედეგად  დაზარალებული მოქალაქეებისა  და ბიზნესების მხარდასაჭერად, საქართველოს ორი ყველაზე დიდი ფინანსური ინსტიტუტი - თიბისი და საქართველოს ბანკი გაერთიანდა...

  • 15:47

    თიბისი კონცეპტი თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალ...

    თიბისი კონცეპტის, მხარდაჭერით 1-დან 8 დეკემბრის ჩათვლით, თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალი გაიმართება. ფესტივალის საკონკურსო პროგრამაში წარმოდგენილი იქნება 5 სრულმეტრაჟიანი მხატვრული, 15 მოკლემეტრა...

  • 11:47

    თიბისის ტექ გუნდმა საერთაშორისო ღონისძიებაში, Glob...

    თიბისის ტექ გუნდი  ბარსელონაში, Global Software Architecture Summit-ს დაესწრო,   რომელიც პროგრამული უზრუნველყოფის ექსპერტებს მთელი მსოფლიოდან აერთიანებს და ფოკუსირებულია უახლეს არქიტექტ...

  • 12:47

    Construction Machinery Georgia-მ სომხურ დეველოპერუ...

    „თეგეტა ჰოლდინგის“ შვილობილმა კომპანიამ, Construction Machinery Georgia-მ, სომხურ წამყვან დეველოპერულ კომპანიას Davax LLC-ს  LIEBHERR-ის ბრენდის ყველაზე დიდი სამთო მომპოვებელი და სრუ...