თიბისი ბიზნესების მხარდასაჭერად...
ბიზნესების მხარდასაჭერად, თიბისიმ, Glovo-სთან და Mymarket-თან ერთად, სპეციალური ინიციატივა წამოიწყო, რომელიც ერთი მხრივ, ქვეყანაში შექმნილი ვითარების შედეგად დაზარალებული და Happyeuyear-ის პლატფორმაზ...
|
7-10 დეკემბერს, საქართველოში პირველად, მასშტაბური საახალწლო ფესტივალი „ექსპო ჯორჯიას“ მე-11 პავილიონში გაიმართება. საახალწლო პროდუქციის გრანდიოზული გამოფენა-გაყიდვა „ბიბლუსი ჯგუფის“ ორგანიზებითა და თიბისისა და Visa-ს მხარდაჭერით მოეწყობა.
პროექტის მიზანია, ერთ სივრცეში თავი მოუყაროს საახალწლო და სასაჩუქრე პროდუქციის სრულ ასორტიმენტს, მომხმარებლებს გაუმარტივოს საახალწლო სამზადისი და შეუქმნას სადღესასწაულო განწყობა.
ფესტივალზე მისულ სტუმრებს მრავალფეროვანი პროდუქცია და განსაკუთრებული საახალწლო შეთავაზებები დახვდებათ - ნაძვის ხეების, საახალწლო აქსესუარების, სათამაშოების, თავის მოვლის, ტექნიკის, პარფიუმერიის, ტკბილეულის, სასმელებისა და სხვა მრავალი მიმართულებით.
„ბიბლუსი ჯგუფის“ მიერ შეთავაზებული პროდუქციის შეძენა სტუმრებს სპეციალური პირობით შეეძლებათ. 40%-მდე ფასდაკლებულ ნივთებზე თიბისის Visa ბარათებით გადახდის შემთხვევაში, დამატებით მომხმარებლები გადახდილი თანხის 30%-ს მომენტალურად დაიბრუნებენ. თანხის დაბრუნება შესაძლებელი იქნება ბიბლუსის, პეპელასა და XS სათამაშოების ნებისმიერ პროდუქციაზე.
რაც შეეხება ფესტივალზე წარმოდგენილ სხვა კომპანიებს, რომელთა შორის, ტექნიკის, თავის მოვლის, კვებისა და სხვა მიმართულებების წარმომადგენლები არიან, ისინი ვიზიტორებს სხვადასხვა ტიპის ფასდაკლებასა და აქციას შესთავაზებენ.
საინტერესო და შთამბეჭდავი იქნება ფესტივალის ვიზუალური მხარეც. „ბიბლუსის“ სივრცე დაყოფილი იქნება სხვადასხვა ფერისა და თემატიკის საახალწლო ოთახებად. ხოლო, თიბისი და Visa-ს ერთობლივ სივრცეში საინტერესო სიურპრიზებით გიმასპინძლებთ.
წარმოდგენილი პროდუქციისა და განსაკუთრებული შეთავაზებების გარდა, „ექსპო ჯორჯიაში“ მისული მომხმარებლების საახალწლო განწყობის ამაღლებას სპეციალური გასართობი პროგრამაც უზრუნველყოფს. ორგანიზატორები ფესტივალის სტუმრებს ოთხი დღის მანძილზე სხვადასხვა აქტივობით დატვირთულ, საინტერესო პროგრამას უმზადებენ.
არ გადადოთ თქვენი საახალწლო საყიდლები ბოლო დღისთვის!
ესტუმრეთ „ბიბლუსის“ საახალწლო ფესტივალს, სადაც ნამდვილი სადღესასწაულო სამზადისი და ყველა სასურველი პროდუქცია ერთ სივრცეში დაგხვდებათ.
ბიზნესების მხარდასაჭერად, თიბისიმ, Glovo-სთან და Mymarket-თან ერთად, სპეციალური ინიციატივა წამოიწყო, რომელიც ერთი მხრივ, ქვეყანაში შექმნილი ვითარების შედეგად დაზარალებული და Happyeuyear-ის პლატფორმაზ...
ქვეყანაში მიმდინარე მოვლენების გამო, თიბისი საახალწლო კამპანიას არ გაუშვებს. სანაცვლოდ, ყველა იმ საკომუნიკაციო არხს, რომელშიც ტრადიციულად თიბისის რეკლამები თავსდება, მოქალაქეებს დაგითმობთ, რომ თქვენი ...
გუშინ ტელეკომპანია „იმედმა“ და „რუსთავი 2“-მა გაავრცელეს ინფორმაცია, თითქოს, PSP Pharma ჩართულია მასშტაბურ ეკონომიკურ ურთიერთობაში და აქვს უდიდესი შემოსავალი რუსეთიდან.&...
ქვეყანაში შექმნილი ვითარების შედეგად დაზარალებული მოქალაქეებისა და ბიზნესების მხარდასაჭერად, საქართველოს ორი ყველაზე დიდი ფინანსური ინსტიტუტი - თიბისი და საქართველოს ბანკი გაერთიანდა...
თიბისი კონცეპტის, მხარდაჭერით 1-დან 8 დეკემბრის ჩათვლით, თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალი გაიმართება. ფესტივალის საკონკურსო პროგრამაში წარმოდგენილი იქნება 5 სრულმეტრაჟიანი მხატვრული, 15 მოკლემეტრა...
თიბისის ტექ გუნდი ბარსელონაში, Global Software Architecture Summit-ს დაესწრო, რომელიც პროგრამული უზრუნველყოფის ექსპერტებს მთელი მსოფლიოდან აერთიანებს და ფოკუსირებულია უახლეს არქიტექტ...
„თეგეტა ჰოლდინგის“ შვილობილმა კომპანიამ, Construction Machinery Georgia-მ, სომხურ წამყვან დეველოპერულ კომპანიას Davax LLC-ს LIEBHERR-ის ბრენდის ყველაზე დიდი სამთო მომპოვებელი და სრუ...
დეკემბერი 2024 | |||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
| |||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
|
კომენტარები