სალომე ზურაბიშვილმა ორბელიანების სასახლე დატოვა...
“მინდა, პირველ რიგში, ყველას დიდი მადლობა გითხრათ აქ მოსვლისთვის დღეს იმიტომ, რომ დღეს ჩვენ აქ ვდგავართ, იქითკენ არის სიცარიელე, აქ არის საზოგადოება, იქითკენ არიან ჩაკეტილები, ჩვენ ვართ გარეთ იმ...
|
მთავარი არხის დამფუძნებელი, ნიკა გვარამია 20 ივნისს, პარლამენტის წინ გამართულ მრავალათასიან აქციას ევროპული კურსის მხარდასაჭერად ციხიდან ეხმაურება:
“გუშინდელი დღე იყო ფანტასტიკური და იმედისმომცემი! ამდენი ადამიანი რუსთაველზე, პირადად მე, არასდროს მინახავს. მტერმაც და მოყვარემაც ნახა, რომ ქართველი ერი არც მომკვდარა და აღარც სძინავს! რაც მთავარია, ეს ვნახეთ ჩვენ და ვირწმუნეთ საკუთარი ძალების! სწორედ ასეთი დღეები ქმნიან ქვეყნის ისტორიას და განაპირობებს მის საუკეთესო მომავალს!
რიგითი ქართველი პატრიოტისგან, დიდი მადლობა აქციის ყველა ორგანიზატორს, პირველ რიგში, მოძრაობა “სირცხვილიას” და ყველა სხვას, ვინც მცირედი წვლილი მაინც შეიტანა აქციის ორგანიზებაში. ყველამ ერთად, შეძლეს და უშეცდომოდ გაიარეს ეს რთული გზა და უზრუნველყვეს გუშინდელი ისტორიული დღე.
რიგითი ქართველი პატრიოტისგან, დიდი მადლობა ქართულ კრიტიკულ მედიას, რომელიც სრულად იყო ჩართული აქციის საინფორმაციო კამპანიაში და მის სრულყოფილად გაშუქებაში. ამით კიდევ ერთხელ დადასტურდა, რაოდენ მნიშვნელოვანია პროდასავლური მედიის როლი ქვეყნის დასავლური ინტეგრაციის გზაზე.
რიგითი ქართველი პატრიოტისგან, დიდი მადლობა სამოქალაქო სექტორს, ვისი დაუღალავი და თავდაუზოგავი შრომა ქვეყნის დასავლური გზის და გადარჩენის უმნიშვნელოვანესი და, შესაძლოა, გადამწყვეტი წინაპირობაა.
რიგითი ქართველი პატრიოტისგან, დიდი მადლობა ოპოზიციას, რომ დადგნენ პარტიულ ინტერესებზე მაღლა და ქართველ ხალხსაც და მსოფლიოსაც გვაჩვენეს, რომ შეუძლიათ დიდი მიზნისთვის გაერთიანება ერთმანეთთანაც და საზოგადოებასთანაც, და რომ ყბადაღებული პოლარიზაცია მხოლოდ “ქართული ოცნების” არჩევანია.
და რაც მთავარია, რიგითი ქართველი პატრიოტისგან, დიდი მადლობა აქციაზე მისულ თითოეულ ადამიანს, ჩემი ოჯახის წევრების ჩათვლით. მადლობა მკაფიოდ გაცხადებული ეროვნული მიზნისა და ისტორიული მისიისთვის – შინ ევროპისკენ! მადლობა მკაფიოდ გაცხადებული მზაობისთვის, ბრძოლა გაგრძელდეს ბოლომდე, ქართველი ხალხის საბოლოო გამარჯვებამდე!
დიდება ერს!
საქართველო ივანიშვილის გარეშე!“– წერს ნიკა გვარამია.
“მინდა, პირველ რიგში, ყველას დიდი მადლობა გითხრათ აქ მოსვლისთვის დღეს იმიტომ, რომ დღეს ჩვენ აქ ვდგავართ, იქითკენ არის სიცარიელე, აქ არის საზოგადოება, იქითკენ არიან ჩაკეტილები, ჩვენ ვართ გარეთ იმ...
"შეერთებული შტატები ასანქცირებს ბიძინა გრიგორის ძე ივანიშვილს, საქართველოს მმართველი პარტიის, „ქართული ოცნების" დამაარსებელსა და საპატიო თავმჯდომარეს რუსეთის ფედერაციის სასარგებლოდ საქართველოს დ...
აშშ-ს სახაზინო დეპარტამენტმა ოლიგარქ ბიძინა ივანიშვილს ფინანსური სანქციები დაუწესა. აქტივების გაყინვა და ფინანსური სანქციები. რას გულისხმობს აშშ-ის მიერ ივანიშვილის დასანქცირება &nb...
ვნახოთ, სად გააგრძელებს [სალომე ზურაბიშვილი] ცხოვრებას, გისოსებს მიღმა თუ გისოსებს გარეთ... მე დარწმუნებული ვარ, რომ მას [სალომე ზურაბიშვილი] ეყოფა გონიერება, რომ არ დაარღვიოს სისხლის სამართლის კოდექს...
ევროკავშირმა “ოცნების” დიპლომატიური პასპორტის მქონე ოფიციალურ პირებს უვიზო რეჟიმი შეუჩერა. აღნიშნული განცხადება ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების ს...
ევროკავშირმა “ოცნების” დიპლომატიური პასპორტის მქონე ოფიციალურ პირებს უვიზო რეჟიმი შეუჩერა. აღნიშნული განცხადება ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების ს...
როგორც უკვე ვთქვი, ბოლო 12 დღის ამბებთან დაკავშირებით, ყველა ოფცია არის მაგიდაზე, ყველაფერი განიხილება, მათ შორის, უვიზო რეჟიმის შეჩერება. ვნახოთ რას გადაწყვეტენ წევრი სახელმწიფოები, არის ეს ოფცია უვი...
იანვარი 2025 | ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
| ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
|
კომენტარები