0 5 : 3 1
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

ბიზნესი

პირველად მსოფლიოში, EBRD-ის გარანტიების მხარდაჭერით, თიბისიმ და Armswissbank-მა საერთაშორისო ფაქტორინგული ტრანზაქციები განახორციელეს

პირველად მსოფლიოში, EBRD-ის გარანტიების მხარდაჭერით, თიბისიმ და Armswissbank-მა, FCI-ის ფაქტორინგული პლატფორმის საშუალებით, საერთაშორისო ტრანზაქციები განახორციელეს. აღნიშნული ტრანზაქციები, საკონდიტრო ნაწარმის ადგილობრივი წარმოების მიზნით, საქართველოდან სომხეთში საკვები პროდუქტების ექსპორტს უზრუნველყოფს.

 

ორივე ბანკი FCI-ის - ფაქტორინგის ინდუსტრიის გლობალური წარმომადგენლობითი ორგანოს წევრია.

 

„ფაქტორინგი მნიშვნელოვანი ინსტრუმენტია ქვეყნების ეკონომიკის წინსვლისთვის და ის რეგიონში სულ უფრო აქტუალური ხდება EBRD-ის ვაჭრობის ხელშეწყობის პროგრამის დახმარებით. შედეგად, ბევრ ადგილობრივ ბანკს შევუწყეთ ხელი მცირე ბიზნესის განვითარებაში. მოხარული ვართ FCI-ის წევრებთან - თიბისისთან და Armswissbank-თან პარტნიორობით. ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც საერთაშორისო ფაქტორინგულ ტრანზაქციებს ვუჭერთ მხარს, რომლებიც FCI-ის საერთაშორისო ფაქტორინგის პლატფორმის საშუალებით განხორციელდა”, - ალექსანდრე საველიევი, EBRD-ის დირექტორი, სპეციალიზებული ფინანსური სერვისებისა და ვაჭრობის დაფინანსებისათვის.

 

„განხორციელებული ტრანზაქცია EBRD-ისთან და FCI-ისთან ჩვენი მრავალწლიანი და ნაყოფიერი პარტნიორობის კიდევ ერთი შედეგია. აღნიშნული პროექტი ჩვენთვის 2 მნიშვნელოვან მიმართულებას - ექსპორტის ხელშეწყობასა და რეგიონის მასშტაბით, საქართველოსა და მეზობელ ქვეყნებს შორის სავაჭრო ურთიერთობების განვითარებას აერთიანებს. გვსურს მადლიერება გამოვხატოთ სომეხი პარტნიორების მიმართ ნდობისა და თანამშრომლობისთვის. ფაქტორინგის მიმართულებით, როგორც ქვეყნის ბაზრის ლიდერი და ყველაზე მსხვილი კაპიტალის მქონე ბანკი, განვაგრძობთ ქვეყნის ეკონომიკისთვის მნიშვნელოვანი პროექტების მხარდაჭერასა და განხორციელებას“, - თამარ ხიზანიშვილი, თიბისის ვაჭრობის დაფინანსებისა და ფაქტორინგის დეპარტამენტის უფროსი.

 

„სომხეთში FCI-ის ერთადერთი წევრი - Armswissbank, ლიდერია ფაქტორინგის ადგილობრივ ბაზარზე. FCI-ისთან თანამშრომლობით საერთაშორისო ფაქტორინგის განვითარება, ჩვენი ბანკის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია. თიბისი ბანკთან და EBRD-ისთან ნაყოფიერი თანამშრომლობის შედეგად, ჩვენ გავხდით პირველი ბანკი სომხეთში, რომელმაც შემოიტანა ახალი ფაქტორინგული გადაწყვეტა. მადლობას ვუხდით თიბისი ბანკს პარტნიორობისათვის. დარწმუნებული ვარ, ასეთი ინოვაციური მიდგომა სომხეთში საერთაშორისო ფაქტორინგის განვითარებას წაახალისებს“, - ანჟელა ბარსეგიანი, Armswissbank-ის კორპორაციული სერვისების დეპარტამენტის ხელმძღვანელი.

 

„ჩვენთვის პატივია ვიხილოთ FCI-ის ორი წევრის - Armswissbank-ის (წევრი 2008 წლიდან) და თიბისი ბანკის (წევრი 2016 წლიდან) წარმატებული თანამშრომლობა საერთაშორისო ფაქტორინგის ეფექტური სტრუქტურის შემუშავების მიმრთულებით. EBRD-ის ვაჭრობის ხელშეწყობის პროგრამისა და FCI-ის ორფაქტორიანი პლატფორმის - edifactoring.com დახმარებით რისკის შემცირებით, თიბისი ბანკს უსაფრთხო საერთაშორისო ვაჭრობის შესაძლებლობა აქვს. ამ ინოვაციური სტრუქტურის გამოყენება FCI-ის სხვა წევრებსაც შეუძლიათ რეგიონში, რომელსაც EBRD ფარავს. ვულოცავთ ყველა მხარეს ამ შესაძლებლობის რეალობად ქცევას“, - პიტერ მალროი, FCI-ის გენერალური მდივანი.

 

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 19:39

    Med Award - ყოველწლიური სამედიცინო დაჯილდოება...

    Med Award - ყოველწლიური სამედიცინო დაჯილდოება, 2025 წლის 16 თებერვალს, სასტუმრო შერატონ გრანდ თბილისი მეტეხი პალასში გაიმართება. გამარჯვებულებს გადაეცემათ Med Award-ს ჯილდოები, სიგელები და სხვა სპეცი...

  • 09:16

    ახალი თიბისი ბარათი მომაბეზრებელი კითხვების გარეშე...

      თიბისიმ სრულიად განსხვავებული, ინოვაციური პროდუქტი -  თიბისი ბარათი შექმნა, რომელიც მომაბეზრებელი კითხვების გარეშე, მომხმარებლის ყველა მოთხოვნას აკმაყოფილებს და მის ყოველდღიურობას მნიშვნელ...

  • 15:33

    თიბისიმ საქართველოსთვის გაზიარებული სურვილები მთელ...

    ახალი წლის დღეებში, თბილისის და საქართველოს სხვა დიდი ქალაქების მონიტორებზე, ერთხელ მაინც შეგხვდებოდათ ადამიანების მიერ გამოგზავნილი 2025 წლის გულწრფელი სურვილები. თიბისიმ საქართველოსა და მის ფარგლებ...

  • 11:31

    თიბისი ბიზნესების მხარდასაჭერად...

    ბიზნესების მხარდასაჭერად, თიბისიმ, Glovo-სთან და Mymarket-თან ერთად, სპეციალური ინიციატივა წამოიწყო, რომელიც ერთი მხრივ, ქვეყანაში შექმნილი ვითარების შედეგად დაზარალებული და Happyeuyear-ის პლატფორმაზ...

  • 19:17

    თიბისი თავის საკომუნიკაციო არხებს საახალწლოდ ხალხს...

    ქვეყანაში მიმდინარე მოვლენების გამო, თიბისი საახალწლო კამპანიას არ გაუშვებს. სანაცვლოდ, ყველა იმ საკომუნიკაციო არხს, რომელშიც ტრადიციულად თიბისის რეკლამები თავსდება, მოქალაქეებს დაგითმობთ, რომ თქვენი ...

  • 19:14

    PSP Pharma განცხადებას ავრცელებს: „ამ ისტორიას ა...

    გუშინ ტელეკომპანია „იმედმა“ და „რუსთავი 2“-მა გაავრცელეს ინფორმაცია, თითქოს, PSP Pharma  ჩართულია მასშტაბურ ეკონომიკურ ურთიერთობაში და აქვს უდიდესი შემოსავალი რუსეთიდან.&...

  • 13:33

    თიბისი და საქართველოს ბანკი ერთად ქართველი ხალხ...

    ქვეყანაში  შექმნილი ვითარების შედეგად  დაზარალებული მოქალაქეებისა  და ბიზნესების მხარდასაჭერად, საქართველოს ორი ყველაზე დიდი ფინანსური ინსტიტუტი - თიბისი და საქართველოს ბანკი გაერთიანდა...