0 5 : 3 8
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

ბიზნესი

თიბისი კაპიტალის ყოველკვირეული განახლება მთავარი ეკონომისტისგან

კიდევ ერთი დრამატული კვირა გავიდა და მოვლენათა სამომავლო განვითარების კუთხით, გაურკვევლობა კვლავ მაღალია. ამავდროულად, საქართველოს ეკონომიკაზე ზეგავლენის მხრივ, როგორც ჩანს, პროგნოზი კვლავ თიბისი კაპიტალის დროული და დაგვიანებული გადაწყვეტის სცენარებს შორისაა.

 

თიბისი კაპიტალის მოლოდინების შესაბამისად, წინა კვირაში ლარი გამყარდა, რაც სავარაუდოდ სავალუტო ბაზრის მონაწილეთა დიდი ნაწილის შეფასებას ასახავდა, რომ ლარი ზედმეტად იყო გაუფასურებული. ამაზე ასევე მიუთითებს ეროვნული ბანკის მიერ განხორციელებული ინტერვენცია. მაშინ, როდესაც, განსაკუთრებით შექმნილ ვითარებაში, ლარის წონასწორულ კურსზე საუბარი რთულია, თიბისი კაპიტალის სამ ფაქტორიანი ჩარჩოს მიხედვით, მართალია მხოლოდ მცირედით, თუმცა მაინც ახლა უკვე ლარი შეფასებასთან შედარებით უფრო გამყარებული ჩანს, ვიდრე გაუფასურებული. ასევე საყურადღებოა, რომ დეპოზიტების უფრო მეტად ვალუტაში და ამავდროულად, სესხების უფრო მეტად ლარში ფორმირების ალბათობა გაზრდილია, რასაც ე.წ. „შოკის გამაძლიერებლის“ საკმაოდ ძლიერი ეფექტი აქვს.

 

განახლებული მონაცემების მხრივ, გასულ კვირაში, ეროვნული ბანკის თებერვლის ბალანსი გამოქვეყნდა და საერთაშორისო რეზერვების მცირედი კლება დაფიქსირდა. სავარაუდოდ, ამის ძირითადი მიზეზი მთავრობის სავალუტო ოპერაციები იყო. თიბისი კაპიტალის შეფასებით, მომდევნო პერიოდში ამ კუთხით საპირისპირო დინამიკა უნდა ვიხილოთ, რადგან მოსალოდნელია, რომ ბიუჯეტის საგარეო დაფინანსება გაიზრდება.

 

ასევე, საქსტატმა 2021 წლის მე-4 კვარტალის პირდაპირი უცხოური ინვესტიციების შემოდინების მაჩვენებლები გამოქვეყნა. მოლოდინების შესაბამისად, სააქციო კაპიტალის კომპონენტი სუსტი იყო, თუმცა, პირდაპირ უცხოურ ინვესტიციებთან დაკავშირებული ვალის ოდენობა მნიშვნელოვნად გაიზარდა. შემოსავლების რეინვესტირების მაჩვენებელი კი, შედარებით დაბალი იყო.


თიბისის მთავარი ეკონომისტის 14 მარტის ყოველკვირეულ განახლებას შეგიძლიათ გაეცნოთ ვებ-გვერდზე.

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 19:39

    Med Award - ყოველწლიური სამედიცინო დაჯილდოება...

    Med Award - ყოველწლიური სამედიცინო დაჯილდოება, 2025 წლის 16 თებერვალს, სასტუმრო შერატონ გრანდ თბილისი მეტეხი პალასში გაიმართება. გამარჯვებულებს გადაეცემათ Med Award-ს ჯილდოები, სიგელები და სხვა სპეცი...

  • 09:16

    ახალი თიბისი ბარათი მომაბეზრებელი კითხვების გარეშე...

      თიბისიმ სრულიად განსხვავებული, ინოვაციური პროდუქტი -  თიბისი ბარათი შექმნა, რომელიც მომაბეზრებელი კითხვების გარეშე, მომხმარებლის ყველა მოთხოვნას აკმაყოფილებს და მის ყოველდღიურობას მნიშვნელ...

  • 15:33

    თიბისიმ საქართველოსთვის გაზიარებული სურვილები მთელ...

    ახალი წლის დღეებში, თბილისის და საქართველოს სხვა დიდი ქალაქების მონიტორებზე, ერთხელ მაინც შეგხვდებოდათ ადამიანების მიერ გამოგზავნილი 2025 წლის გულწრფელი სურვილები. თიბისიმ საქართველოსა და მის ფარგლებ...

  • 11:31

    თიბისი ბიზნესების მხარდასაჭერად...

    ბიზნესების მხარდასაჭერად, თიბისიმ, Glovo-სთან და Mymarket-თან ერთად, სპეციალური ინიციატივა წამოიწყო, რომელიც ერთი მხრივ, ქვეყანაში შექმნილი ვითარების შედეგად დაზარალებული და Happyeuyear-ის პლატფორმაზ...

  • 19:17

    თიბისი თავის საკომუნიკაციო არხებს საახალწლოდ ხალხს...

    ქვეყანაში მიმდინარე მოვლენების გამო, თიბისი საახალწლო კამპანიას არ გაუშვებს. სანაცვლოდ, ყველა იმ საკომუნიკაციო არხს, რომელშიც ტრადიციულად თიბისის რეკლამები თავსდება, მოქალაქეებს დაგითმობთ, რომ თქვენი ...

  • 19:14

    PSP Pharma განცხადებას ავრცელებს: „ამ ისტორიას ა...

    გუშინ ტელეკომპანია „იმედმა“ და „რუსთავი 2“-მა გაავრცელეს ინფორმაცია, თითქოს, PSP Pharma  ჩართულია მასშტაბურ ეკონომიკურ ურთიერთობაში და აქვს უდიდესი შემოსავალი რუსეთიდან.&...

  • 13:33

    თიბისი და საქართველოს ბანკი ერთად ქართველი ხალხ...

    ქვეყანაში  შექმნილი ვითარების შედეგად  დაზარალებული მოქალაქეებისა  და ბიზნესების მხარდასაჭერად, საქართველოს ორი ყველაზე დიდი ფინანსური ინსტიტუტი - თიბისი და საქართველოს ბანკი გაერთიანდა...