1 3 : 5 6
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

საბერძნეთში, ახალგაზრდები, რომლებიც კოვიდ 19-ის ვაქცინას გაიკეთებენ, 150 ევროთი დასაჩუქრდებიან

სა­ბერ­ძნე­თის ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ, კო­რო­ნა­ვირუ­სის წი­ნა­აღ­მდეგ ვაქ­ცი­ნა­ცი­ის ტემ­პის დაჩ­ქა­რე­ბის მიზ­ნით, ახალ­გაზ­რდე­ბის წა­ხა­ლი­სე­ბის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა მი­ი­ღო.

Reuters-ის ინ­ფორ­მა­ცი­ით, სა­ბერ­ძნე­თის პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრმა კი­რი­ა­კოს მი­ცო­ტა­კის­მა გა­ნა­ცხა­და, რომ ახალ­გაზ­რდე­ბი, რომ­ლე­ბიც ვაქ­ცი­ნის პირ­ველ დო­ზას გა­ი­კე­თე­ბენ, 150 ევ­რო­თი და­სა­ჩუქრდე­ბი­ან. ამას­თან, ისი­ნი მო­ბი­ლურ ტე­ლე­ფო­ნებ­ზე აგ­ვის­ტო­ში ერ­თთვი­ან უფა­სო ინ­ტერ­ნეტ პა­კეტს მი­ი­ღე­ბენ.

ცნო­ბი­სათ­ვის, ბოლო მო­ნა­ცე­მე­ბით სა­ბერ­ძნეთ­ში, სა­დაც და­ახ­ლო­ე­ბით 11 მი­ლი­ო­ნი ადა­მი­ა­ნი ცხოვ­რობს, სრუ­ლად ვაქ­ცი­ნი­რე­ბუ­ლი მო­სახ­ლე­ო­ბის 33%-ია, თუმ­ცა, კო­რო­ნა­ვირუ­სის ახა­ლი, უფრო გა­დამ­დე­ბი „დელ­ტა“ ვა­რი­ან­ტის გამო, ქვეყ­ნის მთავ­რო­ბა ვაქ­ცი­ნა­ცი­ის ტემ­პის კი­დევ უფრო დაჩ­ქა­რე­ბას ცდი­ლობს.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები