0 0 : 5 3
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

ბიზნესი

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით ქართული კომპანია პროექტებს უკვე სომხეთში ახორციელებს

19 თებერვალი, 2021- საქართველოს ბანკი, როგორც სანდო პარტნიორი, ბიზნესის მხარდაჭერას განაგრძობს. ბანკისა და კომპანია „კავკასუს როუდ პროჯექტის“ მრავალწლიანი    ურთიერთობა წარმატებით გრძელდება. თანამშრომლობის ფარგლებში კომპანია საქართველოში მიმდინარე და დასრულებული პროექტების პარალელურად პროექტებს უკვე სომხეთში ახორციელებს. „კავკასუს როუდ პროჯექტი“ მიმდინარე პროექტით ერევანში  ხიდს აშენებს. 

პროექტის ჯამური ღირებულება 13 მლნ დოლარს შეადგენს. საქართველოს ბანკის მხრიდან გაცემული ფინანსური რესურსი კი  7,5 მლნ აშშ დოლარია. პროექტი 2021 წელს დასრულდება და მასში უკვე 30  ადამიანია დასაქმებული. კომპანია  ჯამში 250 ადამიანს ასაქმებს. 

„მოხარული ვართ, რომ გრძელვადიანი პარტნიორობის ფარგლებში კომპანია „კავკასუს როუდ პროჯექტმა“ და საქართველოს ბანკმა არერთი მნიშვნელოვანი პროექტი განახორციელა, როგორც თბილისში, ასევე რეგიონებში. „კავკასუს როუდ პროჯექტი“ მაღალკვალიფიციური და პროფესიონალი კადრებით აგრძელებს ახალი ტექნოლოგიების, მიდგომების დანერგვას და ქართულ ბაზარზე წამყვან კომპანიად რჩევა. ამასთან, წლების განმავლობაში დაგროვილი ცოდნა და გამოცდილება  მას აძლევს შესაძლებლობას,  როგორც საერთაშორისო კომპანია, ჩაერთოს ქვეყნის ფარგლებს გარეთ მიმდინარე პროექტებში.   გვინდა წარმატებები ვუსურვოთ კომპანიას ამ საქმეში. ჩვენ კი არ ვჩერდებით და ვაგრძელებთ ბიზნესის გვერდით დგომას, რადგან გვჯერა რომ ერთმანეთის შესაძლებლობები უსაზღვროა“,- განაცხადა ზურაბ ქოქოსაძემ, საქართველოს ბანკის კორპორაციული საბანკო მიმართულების ხელმძღვანელმა. 

ინფორმაციისთვის, „კავკასუს როუდ პროჯექტი“ გზების მშენებლობის სფეროში საქართველოში ერთერთი მსხვილი კომპანიაა. ის 2005 წელს დაარსდა და სულ რამდენიმე წელში დარგის ერთერთ ლიდერად იქცა. კომპანიას აქვს საკუთარი ქარხანა და თავადვე აწარმოებს უმაღლესი ხარისხის ბეტონსა და მაღალი ხარისხის ქვიშა-ღორღს. წარმოების ხარისხის კონტროლი ულტრათანმედროვე მოწყობილობებითა და მკაცრი საერთაშორისო სტანდარტებით ხორციელდება. ბეტონის ხარისხი მოწმდება როგორც ადგილზე, ქარხნის ტერიტორიაზე, ასევე მიწოდების ადგილზე - იტალიური მობილური ლაბორატორიის Controls-ის მეშვეობით. წარმოების მაღალ ხარისხს უზრუნველყოფს თანამშრომლების მაღალი კვალიფიკაციაც, რომელთა მომზადება განხორციელდა გერმანული კომპანიების Strabag, Heilit-Woerner-ის მიერ. კომპანიას განხორციელებული აქვს ისეთი პროექტები, როგორიცაა: სატრანსპორტო კვანძები გმირთა მოედანზე; აეროდრომის ასაფრენ დასაფრენი ბილიკი მესტიაში; ანაკლია განმუხურის ხის საფეხმავლო  ხიდი მდინარე ენგურზე; ჰესის მშენებლობა მუხურში; 2015 წლის 13 ივნისის სტიქიის შედეგად დაზიანებული წყნეთი-სამადლოს და წყნეთი-ახალდაბის გზის რეაბილიტაცია; ჟინვალი-ბარისახო-შატილის საავტომობილო გზაზე სახიდე გადასასვლელების მშენებლობა და სხვა პროექტები. 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 11:54

    ბორჯღალოსნები მე-17 ტიტულის მოლოდინში - წინ ფინალი...

    საქართველოს მორაგბეთა ეროვნულმა ნაკრებმა რაგბი ევროპის ჩემპიონატის ნახევარფინალში რუმინეთი 43:5 დაამარცხა და ფინალში გავიდა, სადაც ესპანეთთან დაპირისპირება ელის. ამასთან, ბორჯღალოსნებმა ანთიმოზ ივერი...

  • 13:15

    თიბისის ტექსკოლის ახალ ნაკადზე რეგისტრაცია დაიწყო...

    თიბისი, საგანმანათლებლო ინიციატივების ფარგლებში, აგრძელებს სხვადასხვა პროგრამის განვითარებას და უფროსკლასელებისთვის თიბისის ტექსკოლის ახალი ნაკადის მიღებას იწყებს. თიბისი ყოველთვის ითვალისწინებს ახა...

  • 13:04

    თიბისი ბიზნესის ინიციატივით, ბათუმში პანელური დის...

    თიბისი ბიზნესის პანელური დისკუსიების სერია - “ხუთშაბათის შეხვედრები” ბრუნდება. 2025 წლის პირველი ღონისძიება ბათუმში, 13 მარტს ჩატარდება და ის ორგანიზაციული ზრდის გამოწვევების თემატიკას და...

  • 12:57

    „ტოიოტა ცენტრი თეგეტამ“ Kaizen Global Award-ის ჯილ...

    „ტოიოტა ცენტრი თეგეტა“ კაიზენის 2024 წლის გლობალური ჯილდოს მფლობელია. კაიზენის ჯილდო ტოიოტას სადილეროებს ყოველწლიურად, სხვადასხვა კრიტერიუმით შეფასების შემდეგ, გადაეცემათ. იაპონური ბრენდი...

  • 19:26

    „ვოლვო ქარ კავკასია“ მესამე წელია Excellence Club-...

    „ვოლვო ქარ კავკასია” Excellence Club-ის ჯილდოს არ თმობს. Volvo Cars EMEA-ს ყოველწლიურ ბიზნესკონფერენციაზე კომპანიამ მორიგი საერთაშორისო აღიარება მოიპოვა. Excellence Club-ის ჯილდოსთვის შედ...

  • 14:41

    თიბისი კონცეპტის აეროპორტის სერვისები უკვე მობაილბ...

    თიბისი კონცეპტის სამოგზაურო უპირატესობები ახლა უკვე ერთ სივრცეში -მობაილბანკშია ხელმისაწვდომი. კონცეპტ მომხმარებლებს თიბისის მობაილბანკის შეთავაზებების გვერდზე აეროპორტის სერვისები დაგხვდებათ, სადაც ...

  • 13:09

    არანაირი საკომისიო - უმარტივესად გადაიხადეთ ამანათ...

    12 მარტიდან 12 აპრილამდე, ყველა მომხმარებელს ექნება საშუალება, თიბისის მობაილბანკიდან უმარტივესად გადაიხადოს ამანათის ტრანსპორტირების თანხა. ამანათის გამოწერისას, მისი ტრანსპორტირების თანხას გადამზი...