1 5 : 4 8
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

ნიკოლ პაშინიანმა ყარაბაღში ომის დასრულების შეთანხმებას ხელი მოაწერა

სომხეთის პრემიერმინისტრმა, ნიკოლ პაშინიანმა, აზერბაიჯანისა და რუსეთის პრეზიდენტებთან ერთად, მთიან ყარაბაღში ომის დასრულებას ხელი მოაწერა.

“გადაწყვეტილება სამხედრო სიტუაციის ღრმა ანალიზისა და იმ ხალხის შეფასების შემდეგ მივიღე, ვინც სიტუაციას საუკეთესოდ იცნობს. გადაწყვეტილება ემყარება რწმენას, რომ ეს შექმნილ ვითარებაში საუკეთესო გამოსავალია. ეს არ არის გამარჯვება, მაგრამ არ არის დამარცხებაც მანამ, სანამ საკუთარ თავს დამარცხებულად არ ვცნობთ. ჩვენ არ ვთვლით თავს დამარცხებულად. ეს ჩვენი ეროვნული ერთიანობის, აღორძინების ეპოქის დასაწყისი უნდა გახდეს”, – წერს პაშინიანი Facebook გვერდზე.

ამასთან, ნიკოლ პაშინიანი ამბობს, რომ თაყვანს სცემს ყველა სომეხ ჯარისკაცს, გენერალს და მოხალისეს, რომლებიც ყარაბაღს საკუთარი სიცოცხლის ფასად იცავდნენ.

შეგახსენებთ, რომ მთიანი ყარაბაღის რეგიონში შეიარაღებული დაპირისპირება 27 სექტემბერს განახლდა. დაიბომბა დასახლებული პუნქტები. 

სომხეთი და აზერბაიჯანი ჰუმანიტარული მიზნით, ცეცხლის შეწყვეტაზე უკვე სამჯერ, 10 , 18 და 25 ოქტომბერსშეთანხმდნენ, თუმცა საბრძოლო მოქმედებები ამ დრომდე გრძელდებოდა.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები