1 6 : 1 2
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მთავარი თემა

გიორგი გახარია: ვირუსთან ერთად ცხოვრებას და შრომას უნდა შევეჩვიოთ

ვერც ერთი უმაღლესი რეპუტაციის მქონე საერთაშორისო კვლევითი ორგანიზაციაც კი, დღეს ზუსტად ვერ აკეთებს პროგნოზს, როდის იქნება გავრცელების პიკი, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

„ეს არის პირდაპირი მოცემულობა იმისთვის, რომ ჩვენ ყველანი შევთანხმდეთ ერთ რამეზე, უნდა მივეჩვიოთ ამ ვირუსთან ერთად ცხოვრებას, შრომას. რა თქმა უნდა, ეს შეცვლის ჩვენს ყოველდღიურ საქციელს და ქმედებას, მაგრამ ეს არის ერთადერთი გზა იმისთვის, რომ ჩვენ ჩვენს ეკონომიკას მივცეთ საშუალება, რაც შეიძლება სწრაფად დაიწყოს აღდგენა“, - აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები