1 2 : 3 7
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

სოც. მედია

“სააკაშვილი რომ იყოს დღეს ხელისუფლებაში: გვექნებოდა ყველა ტესტი, რაც კი არსებობს; ვაუჩერების წვიმა დაგეყრებოდათ; ყველა ემიგრანტი შინ იქნებოდა..”

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ყოფილი ლიდერი, მაია ნადირაძე სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს, სადაც წერს: 

"ამ პოსტს სიბრაზე მაწერინებს და არა აღფრთოვანება გარდასულ დღეთა. 

გახარიას რიხიანი ტონის მოტრფიალეებს და დანარჩენების უვიც- უჟმურ გამომეტყველებიანთა კარგი მუშაობით აღფრთოვანებულებს, მინდა გითხრათ, რა იქნებოდა სააკაშვილი რომ იყოს დღეს ხელისუფლებაში:

- ჩვენ გვექნებოდა ყველა ტესტი რაც კი დღეს სადმე არსებობს, მთელი მოსახლეობა ვიქნებოდით  დახარისხებული - ვინ გადაიტანა, ვის აქვს ვირუსი, ვის შეიძლება რომ დაემართოს და კიდე რამეს მოიგონებდა. 

- ვაუჩერების წვიმა დაგეყრებოდათ და საპასუხოდ უკმაყოფილების ქარიშხალი იქნებოდა

- ყველა ემიგრანტი შინ იქნებოდა

- და ეკონომიკის სტიმულირების და გაცოცხლების გეგმა უკვე განხილვის სტადიაში... აქაც პასუხად უსაშველო კრიტიკა გრეჩიხა-გახარია- გვახარია- ქეწი   და მისთანებრთა ენდემური იდიოტებისგან...

ასეთი იქნებოდა მიახლოვებითი სურათი და თუ ვინმეს ეჭვი გეპარებათ, კითხეთ ამ ხელისუფლების პროფანაციის წარმომადგენლებს, საიდან აქვთ ის 2000 ხელოვნური სუნთქვის აპარატი? გორის ჰოსპიტალი და ბევრი რამ... ჰო, ლუგარის ლაბორატორია რომ შევარდნაძე- ივანიშველმა ჰქმნეს - ეს უკვე გავიგე. 

ხოდა, ამ ყველაფრის წარმოდგენისგან ისეთი ბრაზი მერევა, არ ვიცი რას ვეცე... და არა, არ ვბრაზობ იდიოტებზე, გამყიდველებზე და ნაძირლებზე. სააკაშვილზე, Mikheil Saakashvili ვბრაზობ! რომ დაუშვა ( შეცდომებით თუ გულუბრყვილობით) ამათი პარპაში ჩემს ქვეყანაში. 

 

P.S. ბოლო წინადადებაზე პოლემიკაში არ შემოხვიდეთ, უმორჩილესად გთხოვთ, ვიცი, რასაც ვამბობ... ამას სხვა დროს მოგახსენებთ."

კომენტარები

მსგავსი სიახლეები