0 1 : 5 8
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

ენტონი ფაუჩი: კორონავირუსის ეპიდემიას აფრო-ამერიკელებში უფრო მეტი მსხვერპლი მოჰყვა

    ენტონი ფაუჩის თქმით, კორონავირუსის ეპიდემია ცხადყოფს, თუ რაოდენ მიუღებელია ჯანდაცვის სფეროში უთანასწორობა სხვადასხვა ჯგუფს შორის.

 

  „საქმე ის არ არის, რომ უფრო ხშირად ინფიცირდებიან. საქმე ის არის, რომ როდესაც ინფიცირდებიან თანმხლები დაავადებების გამო ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში ხდება საჭირო მათი გადაყვანა. ისეთი სამედიცინო პირობები, როგორიცაა დიაბეტი, ჰიპერტენზია და ასთმა, არაპროპორციულად აისახება აფრო-ამერიკელებზე“, - განაცხადა ენტონი ფაუჩიმ.

 

  კორონავირუსის საკითხებზე თეთრი სახლის კოორდინატორმა, დებორა ბირქსმა კი აღნიშნა, რომ ოფიციალური პირები აფრო-ამერიკელების ჯგუფებთან მუშაობენ, რათა ვირუსის რისკებზე ცნობიერება გაუმჯობესდეს.

 „არ გვსურს ისეთი შთაბეჭდილება დარჩეს, თითქოს აფრო-ამერიკელები უფრო

არიან ვირუსის მიმართ. ჩვენ არ გვაქვს მონაცემები, რომელიც ამას მეტყველებს. ჩვენი მონაცემები იმაზე მიუთითებენ, რომ ისინი უფრო მგრძნობიარენი არიან რთული და მძიმე დაავადებების მიმართ, რასაც უფრო ცუდი შედეგები მოჰყვება“, - დასძინა მან.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები