1 0 : 2 8
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

კრიმინალი

23 წლის ბიჭი საკუთარ ბიძას თოფით გამოეკიდა და სასიკვდილოდ დაჭრა - რა გახდა კონფლიქტის მიზეზი?

გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ მარტყოფში ძმისშვილმა ბიძა დაჭრა. 65 წლამდე მამაკაცს მრავალი ჭრლობა სანადირო თოფიდან აქვს მიყენებული. ბიძასა და ძმისშვილს შორის მომხდარი სიტყვიერი დაპირისპირება ფიზიკურ ანგარიშსწორებაში გადაიზარდა, რა დროსაც, 23 წლის მამაკაცმა ბიძას მუცლის არეში ესროლა.

ახალგაზრდა კაცი სავარაუდოდ არაფხიზელ მდგომარეობაში იმყოფებოდა. სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ეკიპაჟმა დაჭრილი "კლინიკა რუსთავში" გადაიყვანა.

როგორც "ინფო რუსთავს" კლინიკის გადაუდებელი დახმარების განყოფილების მორიგე ექიმმა ლალი ღირსიაშვილმა განუცხადა, პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა კრიტიკულია.

ბრალდებული პოლიციამ უკვე დააკავა.

წყარო: "ინფო რუსთავი"

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები