2 3 : 1 8
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

დანიამ საქართველოსთან შეაჩერა რიგი აქტივობები, ახალი პროგრამების მხარდაჭერა და 4-წლიანი სამხედრო თანამშრომლობა - თეონა აქუბარდია

"მე მინდა დღეს გაგიზიაროთ დანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს წერილი, ჩემს კითხვაზე, დანიის მხრიდან, მათ შორის ურთიერთობების გადახედვაზე საქართველოსთან დაკავშირებით, სადაც პირდაპირ წერია, რომ დანიამ საქართველოსთან ევროკომისიის გადაწყვეტილების, შემდგომ დაიწყო ორმხრივი ურთიერთობების გადახედვა და შეაჩერა საქართველოს მთავრობასთან დაგეგმილი რიგი აქტივობები და ახალი პროგრამების მხარდაჭერა. დანიამ ასევე შეაჩერა 4-წლიანი სამხედრო თანამშრომლობა საქართველოსთან, რაც გასულ წელს დაიწყო და რომლის ბიუჯეტიც 71.5 მილიონი დანიური კრონა გახლდათ. ამასთან, წერილის თანახმად, დანია მოუწოდებს საქართველოს მთავრობას დაუბრუნდეს ევროატლანტიკურ გზას, დაიცვას ევროკავშირის რეფორმების დღის წესრიგი, რაც არის ძლიერი ორმხრივი კავშირების საფუძველი დანიასა და საქართველოს შორის" - თქვა დეპუტატმა თეონა აქუბარდიამ.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები