1 4 : 2 3
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

უკრაინაში დაღუპულ ქართველ მებრძოლს, საქართველოში 3 ნოემბერს ჩამოასვენებენ

უკრაინაში მებრძოლი ქართველი, ვანო ნადირაძე სოციალურ ქსელში ვიდეომიმართვას ავრცელებს და ამბობს, რომ დაახლოებით ერთი საათის წინ დაიწყო გურგენ გაგნიძის უკრაინიდან საქართველოში გადმოასვენების პროცესი.

"3-ში დილით გამთენიისას ჩამოასვენებენ თბილისში და ჩემი თხოვნაა, დახვდეთ. ძალიან მაგარი ბიჭი. ბახმუტთან დაიღუპა, იყვნენ დაზვერვაში და სამწუხაროდ, ჩასაფრებაში მოყვნენ. თანამებრძოლებმა გვითხრეს, რომ ბიჭმა ლომივით იბრძოლა, მაგრამ ძალიან ბევრნი იყვნენ. ძირითადად იქ მობილიზებულია ვაგნერის ხალხი და სერიოზულ ჩასაფრებაში მოყვნენ",- ამბობს ვანო ნადირაძე. 

შეგახსენებთ, რომ გურგენ (გუგა) გაგნიძე უკრაინაში, 24 თებერვლის შემდეგ, პუტინის ომს შეწირული 23-ე ქართველია. 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები