1 3 : 4 5
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

იტალიასა და საფრანგეთში პოლიციამ დანაშაულებრივი დაჯგუფების წევრები დააკავა

ოპერაცია "კანონიერი ქურდი" და სახელმწიფოების რამდენიმეთვიანი უწყვეტი, ოპერატიული, სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებები -  9 თებერვალს იტალიასა და საფრანგეთში სხვადასხვა დანაშაულებრივი ჯგუფის წევრი, საქართველოს მოქალაქეები დააკავეს.

ოპერაცია „კანონიერი ქურდის“ ფარგლებში, იტალიის რესპუბლიკის ტერიტორიაზე - 23, პოლონეთში - 2, საბერძნეთში - 1, ბელგიაში 1 და სლოვენიაში - საქართველოს 1 მოქალაქე დააკავეს.

გამოძიებით დადგინდა, რომ დაკავებულები იტალიაში ბინებს ძარცვავდნენ, მოპარულ ნივთებს, შემდგომი რეალიზაციის მიზნით, კონკრეტულ ადგილებზე აბარებდნენ, მიღებული თანხით კი იტალიაში ლეგალური ბიზნესსაქმიანობის წამოწყებას ცდილობდნენ.

ამ დანაშაულებრივი ქმედებების გამო, იტალიის საგამოძიებო უწყება, საქართველოს მოქალაქეებს კრიმინალური დაჯგუფების ჩამოყალიბებას, ქურდობასა და ფულის გათეთრებას ედავება.

"საქართველოს მოქალაქეებისგან შემდგარი დანაშაულებრივი დაჯგუფება ახდენდა, ძირითადად, საკუთრების წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულებებს. გამოძიებას ართულებდა ის გარემოება, რომ დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები, საქართველოს მოქალაქეები, ხშირ შემთხვევაში იყენებდნენ გაყალბებულ საიდენტიფიკაციო მონაცემებს", - ამბობს შსს ცენტრალური კრიმინალური დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე ირაკლი დონდოლაძე. 

ოპერაციის მიმდინარეობის დროს,  ქართველები, იტალიური საპოლიციო ძალებისათვის კვალის არევის მიზნით, აქტიურად იყენებდნენ გაყალბებულ მონაცემებსა და დოკუმენტაციასაც.

 

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები