1 2 : 5 8
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

კორონავირუსით ინფიცირებულმა ქალმა კომაში ყოფნისას იმშობიარა

აშშ-ში, ოჰაიოში კორონავირუსით ინფიცირებულმა ქალმა კომაში ყოფნისას ბავშვი გააჩინა. 

ტელეარხის ცნობით, 31 კვირის ორსული 40 წლის ალისია კაპერსი ცინცინატის კლინიკაში მისმა ქმარმა მიიყვანა, რადგან ქალს COVID-19-ისთვის დამახასიათებელი სიმპტომები აღენიშნებოდა. ექიმებმა კაპერსი ხელოვნურ კომაში შეიყვანეს. მისი მკურნალობისას მედიკოსები „რემდესივირს“ იყენებდნენ. რამდენიმე დღეში მას მშობიარობა დაეწყო. ექიმებმა ქალს საკეისრო კვეთა გაუკეთეს.

შვილის დაბადების შესახებ ალისიამ კომიდან გამოსვლის შემდეგ შეიტყო, თუმცა უსაფრთხოების გამო მისი ნახა გაჩენიდან მხოლოდ 5 კვირაში შეძლო. ახლა ქალიც და ბავშვიც საავადმყოფოდან გაწერილები არიან და თავს კარგად გრძნობენ.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები