2 2 : 4 9
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

კულტურა

„თქვენ ოცდაათი წამი გაქვთ.. ჩამოწერეთ თქვენი ცხოვრების ყველაზე მნიშვნელოვანი მიზნები“

                                                                    მოამზადა - სუზი მკრტიჩიანმა

                                                                 

 გამოცდილებამ აჩვენა, რომ ადამიანები ოცდაათ წამში ახერხებენ მაქსიმალური სიზუსტით ჩამოაყალიბონ თავიანთი მთავარი მიზნები..ამას ისე სწრაფად აკეთებენ, თითქოს ოცდაათი წუთი  ან სამი საათი ეფიქროთ..

 ასიდან ოთხმოც შემთხვევაში ადამიანებს სამი მთავარი მიზანი აქვთ:

პირველ ადგილზე დგას ფინანსები და კარიერა

მეორეზე - ოჯახი და პირადი ურთიერთობები

მესამეზე კი ჯანმრთელობა და ფორმაში ყოფნა

თუ თქვენ საკუთარ თავს ათბალიანი სკალით შეაფასებთ, მაშინვე დაინახავთ, რომელ ნაწილში ხართ წარმატებული და რომლის გამოსწორება გჭირდებათ. დაუწერეთ საკუთარ თავს ქულები და თქვენ თვითონ მიხვდებით

გააკეთებინეთ ეს სავარჯიშო თქვენს მეუღლეს ან შვილებს . გარწმუნებთ, სავსებით რეალისტურ პასუხებს მიიღებთ..

1.      ამჟამად რომელია თქვენი სამი ყველაზე მნიშვნელოვანი მიზანი ბიზნესისა და კარიერის სფეროში?

2.      ამჟამად რომელია თქვენი სამი ყველაზე მნიშვნელოვანი მიზანი ოჯახისა და ურთიერთობების მხრივ?

3.      ამჟამად რომელია თქვენი ყველაზე მნიშვნელოვანი მიზანი ფინანსების მხრივ?

4.      ამჟამად რომელია თქვენი სამი  ყველაზე მნიშვნელოვანი მიზანი ჯანმრთელობის მხრივ?

5.      ამჟამად რომელია სამი ყველაზე მნიშვნეოვანი მიზანი პირადი და პროფესიული მიღწევების სფეროში?

6.      ამჟამად რომელია თქვენი სამი ყველაზე მნიშვნელოვანი მიზანი სოციალურ და საზოგადოებრივ სფეროშ?

7.      ამჟამად რა არის სამი ყველაზე დიდი პრობლემა ან საფიქრალი

როდესაც ყოველ შეკითხვაზე საპასუხოდ მხოლოდ ოცდაათი წამი გაქვთ, შედეგები გაგაოცებთ.

 პასუხები ზემოთ ჩამოთვლილ შეკითხვეზე ყოველთვის ზუსტად ასახავს ადამიანის მდგომარეობას მისი ცხოვრების მოცემულ მომენტში.. თქვენ კი დაინახავთ რა არის სინამდვილეში თქვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანი

არ დაგავიწყდეთ, რომ თქვენი მთავარი მიზანია ხანგრძლივი, ბედნიერი და ჯანმღტელი ცხოვრება

                                                            ბრაინ ტრეისი, წიგნიდან "შეჭამე ბაყაყი"

კომენტარები

მსგავსი სიახლეები