1 2 : 3 7
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

კულტურა

აჭარის მთავრობის პრიორიტეტია ბათუმი გადააქციოს საქართველოს და მთელი კავკასიის კულტურულ-საფესტივალო ცენტრად.

აჭარის მთავრობის პრიორიტეტია ბათუმი გადააქციოს საქართველოს და მთელი კავკასიის კულტურულ-საფესტივალო ცენტრად. ამ მხრივ ევროპის მასშტაბით ქალაქი ედინბურგი გამოირჩევა, რომელიც ფესტივალების ქალაქად არის ცნობილი. ყოველწლიურად 5-კვირიანი ფესტივალის დროს კულტურის მოყვარული მილიონობით ტურისტი სტუმრობს ედინბურგს, რომლებიც 5 მილიონ ფუნტ სტერლინგს ხარჯავს. 

„უმნიშვნელოვანესია ედინბურგის გამოცდილების გაზიარება და აჭარის რეგიონში ამჟამად და სამომავლოდ დაგეგმილი ღონისძიებებისა და ფესტივალების ერთიან კონცეფციაში მოქცევა; სახელმწიფო, კერძო და მესამე სექტორს შორის კოორდინირება; მიზნობრივ აუდიტორიაზე მიმართული პრომოუშენი და მაყურებლის მოზიდვა. ედინბურგის მაგალითი ცხადყოფს, რომ სწორად დაგეგმილ კულტურულ ღონისძიებებს დიდი ეკონომიკური სარგებელის მოტანა შეუძლია რეგიონისთვის“- განაცხადა ნათია სირაბიძემ ედინბურგში ოფიციალური ვიზიტის დასრულების შემდეგ. 

ედინბურგში ვიზიტის ფარგლებში აჭარის განათლების, კულტურის და სპორტის მინისტრის მოადგილე ედინბურგის საკრებულოს კულტურის დეპარტამენტის დირექტორს ლინ ჰალფპენის შეხვდა და სამომავლო თანამშრომლობაზე ისაუბრა. საუბარი შეეხო კულტურის სფეროში არსებულ გამოწვევებს, სხვადასხვა სექტორის მიდგომას ფესტივალების და კულტურული ღონისძიებების მიმართ, მოსახლეობის და ტურისტების კვლევის მეთოდებს და შესაძლო გადასახადებს, როგორც კულტურის დაფინანსების ალტერნატიულ წყაროს.

შეხვედრა გაიმართა ასევე ჯულია ამურთან, რომელიც ედინბურგის ფესტივალებს ხელმძღვანელობს. აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო ბრიტანეთის საბჭოსთან თანამშრომლობით რამდენიმე თვეში ფესტივალების აკადემიის კონსულტანტ-ტრენერებს მოიწვევს ბათუმში ვორქშოფის გასამართად, რომელსაც საქართველოში მოქმედი ფესტივალების ორგანიზატორები და პროდიუსერები დაესწრებიან. 

„აჭარის განათლების, სპორტისა და კულტურის სამინისტროსთან უკვე სამი წელია წარმატებულად ვთანამშრომლობთ. ჩვენი მიზანია ხელი შევუწყოთ რეგიონში საშემსრულებლო ხელოვნების განვითარებას და ბათუმის, როგორც შავი ზღვის რეგიონის კულტურულ-საგანმანათლებლო ცენტრად გადაქცევას.“ - განაცხადა ზაზა ფურცელაძემ, საქართველოში ბრიტანეთის საბჭოს დირექტორმა.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები